• რეკლამა
  • კონტაქტი
06:35, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოძიებამ პროცესზე ვერ დაამტკიცა, რომ რეზო “ჯვარსკი” ე.წ. კანონიერი ქურდია – ყველაზე ახალგაზრდა “ავტორიტეტის” ისტორია

ალია ავტორი - ალია
17:32 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
703

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნო ქართველი „კანონიერ ქურდი“, რევაზ უბილავა, რომელიც გასული წლის 13 მაისს კრიმინალურმა პოლიციამ წალენჯიხაში დააკავა.

მას ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა. მოსამართლემ ბრალდებული ქურდული სამყაროს წევრობის ნაწილში გაამართლა და თქვა, რომ გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნდა, საზღვრის უკანონო კვეთის ნაწილში კი რევაზ უბილავას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 9 თვე უკვე მოხდილად ჩაეთვალა.

გაირკვა, რომ უბილავამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე წლის წინ უკანონოდ, სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთა და უკრაინაში არალეგალურად აღმოჩნდა. გასული წლის მაისში კი საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაბრუნდა, რა დროსაც იგი წალენჯიხაში, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

რევაზ უბილავას კრიმინალურ წრეებში „რეზო ჯვარსკის“ მეტსახელით იცნობენ. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით „კანონიერ ქურდად“ თურქეთში 2014 წელს „აკურთხეს“ და 21 წლის ასაკში ის „ქურდული სამყაროს“ ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა. იგივე სააგენტოს ინფორმაციით, უბილავას 2018 წელს ქურდული სტატუსი ჩამოართვეს, რასაც წინ უძღოდა კლანებს შორის არსებული დაპირისპირება. უბილავა მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სოხუმსკი) კლანს წარმოადგენს. ეს კლანი დაპირისპირებულია ე.წ. მეგრულ დაჯგუფებასთან, სადაც მოიაზრებიან – მერაბ მზარეულია, კიკო მზარეულია, გოჩა ალფასონი, თამაზ ბარკალაია, ნიკა დგებუაძე და სხვ. მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წელს რევაზ უბილავაზე, როგორც ჯანგველაძის კლანის წევრზე, მოსკოვის ცენტრში თავდასხმა მოხდა. მაშინ რეზო „ჯვარსკი“, სულ რაღაც, 21 წლის იყო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

გავრცელდა ცნობა, რომ ამ თავდასხმის უკან სწორედ ზემოხსენებული მეგრული კლანი იდგა, კერძოდ, გაიჟღერა კიკო მზარეულიას სახელმა.

ზუსტად ოთხი წლის შემდეგ კი იგივე ჯგუფი რეზო უბილავას კიდევ ერთხელ გაუსწორდა და ჯანგველაძის მიერ მინიჭებული ქურდული სტატუსიც ჩამოართვა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით ამჟამად „რეზო ჯვარსკიმ“ ყველაზე ახალგაზრდა ქურდის ტიტული დაიბრუნა – ის წალენჯიხაში სწორედ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დააპატიმრეს.

“ალია” კი აქვე შეგახსენებთ ისევ, რომ მოსამართლემ მიიჩნია, რომ გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნდა რევაზ უბილავას ქურდული სამყაროს წევრობის დასამტკიცებლად.

რეზო უბილავა რამდენჯერმე იყო დაკავებული, მათ შორის კიევში, ანტალიასა და ანკარაში.

2016 წელს უკრაინაში დაკავებულ უბილავას მისცეს შესაძლებლობა თავად აერჩია ქვეყანა, სადაც მისი დეპორტაცია მოხდებოდა.

უბილავამ საქართველოში დეპორტაციაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მისივე თანხმობით, ის ბეირუთში გაადეპორტეს.

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved