ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 106 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 106 159 883 შემთხვევა გამოვლინდა, 2 317 162 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 59 170 173 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 27 004 715 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 463 437 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები