• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ბორჯღალოსნები რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებენ

ალია ავტორი - ალია
12:00 02-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

დღეს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა, სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

მიუხედავად იმისა, რომ გაფართოებულ რაზმში ათი უკეპო მორაგბე იყო, 23-კაციან განაცხადში მათგან მხოლოდ ერთი, ბურჯი გიორგი ნუცუბიძე მოხვდა, რომელსაც აქამდე უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში უთამაშია. 22 წლის მორაგბე, რომელიც ბოლო ორი სეზონია პრო დე2-ის ‘ბიარიცის’ შეუცვლელ მორაგბედ იქცა, თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

შერკინება

შერკინების პირველ ხაზში ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბექა გიგაშვილს შუწყვილდება, კვაჭი კი შალვა მამუკაშვილია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 18 მატჩიდან, 17 შემთხვევაში მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მეორე ხაზში ერთმანეთს პირველად შეუწყვილდებიან ლაშა ჯაიანი და გიორგი ჯავახია, რომელთა კეპების საერთო რაოდენობა მხოლოდ 10-ია. ჯავახიას ნაკრების კვართით ოთხჯერ უთამაშია, თუმცა ყველა ჯერზე შეცვლაზე შევიდა და ახლა სასტარტოში პირველადაა.

2018 წლის ივნისის შემდეგ, პირველადაა სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ გაჩეჩილაძე. მის ანგარიშზე 12 კეპია, თუმცა სასტარტოში აქამდე მხოლოდ 3-ჯერ უთამაშია და ბოლო ხუთ შემთხვევაში მარქაფაში იყო. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელმაც ამ პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო შერკინების შემკვრელად ახალგაზრდა თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 179-ს შეადგენს და მათი დაახლოებით ორი-მესამედი ორ მორაგბეზე – ჟვანიასა და მამუკაშვილზე მოდის.

ხაზი

სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა 18 წლის დავით ნინიაშვილი, რომელიც ფულბეკის პოზიციას დაიკავებს. მან „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასა და ფიჯისთან შეცვლაზე ითამაშა.

შარშან ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნების კვართს კვლავ მოირგებს მირიან მოდებაძე, რომელმაც შარშან, პირველ თებერვალს რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშაა და ახლა გუნდს დაუბრუნდა. მეორე ფრთა აკა ტაბუცაძე იქნება, რომელიც ბორჯღალოსნებს შარშან გაუშინაურდა.

ცენტრში კვლავ ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილს ვიხილავთ. 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე, ეს წყვილი მე-16 თამაშს იწყებს, თედოს ანგარიშზე კი სულ 20 კეპია.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 229-ს შეადგენს, ანუ შვიდ ბექს უფრო მეტი საერთაშორისო თამაში აქვს ჩატარებული, ვიდრე რვა ფორვარდს.

მარქაფა

დებიუტანტი გიორგი ნუცუბიძის გარდა, პირველი ხაზის მარქაფაში არიან გიორგი ჭყოიძე და გიორგი მელიქიძე, რომელთაც ნაკრებში თამაშის საკმარისი გამოცდილება დაუგროვდათ.

მეორე ხაზში შეცვლაზე დავით გიგაურს ვიხილავთ, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასი“ გამოტოვა, ხოლო მესამე ხაზს გამოცდილი გიორგი (კოკი) თხილაიშვილი გააძლიერებს.

ლობჟანიძის შემცვლელად ტრადიციულად გელა აფრასიძეს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაში გამოცდილი ლაშა ხმალაძე და ახალგაზრდა დემე თაფლაძე არიან.

მარქაფაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 220-ია.

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (2 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (7 კეპი, 30 ქულა), 13. თამაზ მჭედლიძე (60 კეპი, 35 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (71 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (20 კეპი, 118 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (56 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. ზურაბ ჟვანია (40 კეპი, 55 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (78 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (6 კეპი), 5. გიორგი ჯავახია (4 კეპი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (12 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (17 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (4 კეპი);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (13 კეპი, 5 ქულა), 17. გიორგი ნუცუბიძე (უკეპო), 18. გიორგი მელიქიძე (22 კეპი, 10 ქულა), 19. დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), 20. გიორგი თხილაიშვილი (60 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (29 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved