• რეკლამა
  • კონტაქტი
20:49, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალაიამ წაიყვანა ჩემი შვილი, ამ მეორე შვილის თვალწინ, ეს პატარა იყო მაშინ – ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ალია ავტორი - ალია
12:15 02-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ფოთში 43 წლის გურამ ახალაიას ჩაცხრილვა შურისძიების მოტივითაა ჩადენილი. ამას ადასტურებს ბრალდებულის დედა, რომელიც ამბობს, რომ ამჟამად დაკავებული მისი შვილი პატარა იყო, როცა 2006 წელს, გურამ ახალაიამ საქმის გასარჩევად წაიყვანა მისი მეორე შვილი, ვისი ნაწამები ცხედარი სამი წლის შემდეგ, პალიასტომის ტბაზე, მეთევზეებმა იპოვეს. 

“2006 წლის თებერვალში, ამ მეორე შვილის თვალწინ, გურამ ახალაიამ წაიყვანა ჩემი შვილი, ეს პატარა იყო მაშინ, ბავშვობიდან ინვალიდია… სამი წლის მერე ის ჩემი შვილი ნაწამები, ვიღაც მეთევზეებმა იპოვეს პალიასტომის ტბაზე”, – ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის დედა. 

43 წლის  გურამ ახალაია, საკუთარ მანქანაში,  ცეცხლსასროლი იარაღით, ფოთის ცენტრში ბაჩანა შალიკაშვილმა მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი შვილთან ერთად შსს-ს მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდა და ოჯახის წევრს  მანქანაში ელოდებოდა რა დროსაც, მასთან ბრალდებული მივიდა და ორი ტყვია დამიზნებით თავში ესროლა. 

სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, 2006 წელს მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, როცა  ბრალდებულის ძმა გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს.

სწორედ ამ მკვლელობაში ადანაშაულებდა გარდაცვლილის ოჯახი გურამ ახალაიას წლების განმავლობაში. ახალაია საზღვარგარეთ  ცხოვრობდა და ფოთში 2020 წლის არჩევნების წინ დაბრუნდა.

მოკლული გურამ ახალაიას მეუღლე ამტკიცებს, რომ მის ქმარს შალიკაშვილი არ მოუკლავს და ტყუილად აბრალებენ. დაკავებულის ოჯახის წევრებს კი მომხდარზე საუბარი არ სურთ.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ბაჩანა შალიკაშვილი დააკავა. ერთერთი ვერსიით, მკვლელობის შემდეგ გაქცეულ შალიკაშვილს პოლიციამ გზა გადაუჭრა, რის შემდეგაც ბრალდებული მათ ჩაბარდა. ბაჩანა შალიკაშვილს 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved