• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მტკივა – შეიმშრალეთ დაბანილი ხელები?” – მაკო გომური

ალია ავტორი - ალია
04:53 02-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

მაკო გომური, სოციალურ ქსელში, წერს:

“ცოტა შორიდან მოვუვლი და ცოტაზე დიდი და გაბრაზებულზე ნათქვამი პოსტი გამოვა.

დავიწყეთ.

20 ივნისის მერე ნიუ ჰოსპიტალიდან რომ გამომწერეს, ხო მეორე ღამესვე მოვიდნენ და მითხრეს სადღაც 4 საათში უნდა გაფრინდე გერმანიაშიო.

მეთქი რატო? და პასუხის მიხედვით თურმე ჩემი ჯანმრთელობა არის უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუპირველესი.

რამდენიმე იყვნენ- მათ შორის ავთო თალაკვაძე, ვინც არ იცით, ბატონი ავთო იყო (ახლა დატოვა თანამდებობა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი(დავაკოპირე, აქედან მარტო უფროსს ვიმახსოვრებ) . საკონტაქტო პირიც ის მყავდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ვიცოდი, წასვლის დრო რომ მოვიდოდა მისთვის უნდა მიმეწერა, ან თვითონ მწერდა.

ჰოდა ეს რამდენიმე რომ იყო, ყველამ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი( 20 ივნისს დაზარალებულების) ,,მკურნალობის ამბების’’ მოგვარება.

,, აი მაკო, როგორც ჩემი შვილს ისე გეუბნები’’

,,მაკო პირადად მე…’’

,,შენ და გიოს, მაკო, როგორც ჩემს და ძმას ისე გიყურებთ’’

და ეგეთი თაბრუ-დამხვევი ფრაზები.

მოკლედ, ზღაპრები.

ბევრი ყოყმანის და სახლიდან თხოვნების შემდეგ დავთანხმდი და გავფრინდი.

იმის მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე.

ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ-ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამივფრინდი)

ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა.

ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები.

ავთო თალაკვაძე წავიდა და კაცი-შვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით?

საკმარისზე ბევრი ვატრაკეთ ალბათ თავის დროზე და ეხლა ცოტა დააყენეთო.

იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ ჩვენ რა შუაში ვართ იქ მიდიო და ასე.

ქართული ოცნება / Georgian Dream

საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯერ თქვენგან დავიწყებ.

ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად.

მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ

სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები?

უბრალოდ მითხარით კი ან არა.

გახარია 24/7ზე

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

რაღაცები გავიწყდებათ, არა?

მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით უკან, სად მიხვალთ?

რის ფასად, სად ხართ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ?

არა, არ გაქვთ.

მშვიდი ღამე

აქვე, ერთი დაძახება და ზუსტად ვიცი, არანაირი პრობლემა არ შემექმნება, ადამიანების ნათქვამი ,,შენს გვერდით ვარ’’ უბრალოდ გამოსროლილი სიტყვები არაა. უბრალოდ პრინციპის საკითხია, რატომ უნდა გადაიხადოს სხვამ ან მე, თქვენი დანაშაული და რატომ უნდა გამოასწოროს.

ასე არ გამოვა”

თეგები: გიორგი გახარიამაკო გომურიმთავრობაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved