არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. პლენარულ სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მიმდინარე სასესიო კვირაში, დეპუტატები, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის გარდა, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმასაც მოისმენენ.
1-ელ თებერვალს ბიურომ დაამტკიცა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წელს მინისტრის საათის – სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ, მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის განრიგი.
კომენტარები