• რეკლამა
  • კონტაქტი
02:41, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაგარი საყურებელი იქნებოდა ჩემი და განკაცებული ბურჯანაძის ჩხუბი – გია ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
20:29 02-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ასაკოვანთა ჩხუბი იქნებოდა მაგარი საყურებული, მე და განკაცებული ბურჯანაძე, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

გია ვოლსკი პასუხობს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც თქვა: „გია ვოლსკი საცემია დღევანდელი განცხადებისთვის, კაცი რომ ვიყო, ვცემდი“.

„გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა; არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, ძალადობისკენ, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი რომ ვიყო, კაცი რომ ვიყო, პირდაპირ გეუბნებით, ვცემდი. ივერი მელაშვილი, 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელიც ციხეში იჯდა, რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაშია იმ უბედურებასთან, რაც დააბრალეს; ძალიანაც რომ სდომოდა მიწების გაყიდვა, ამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა და ვერაფერს გააფუჭებდა – რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, ოთხი თვე რომ ციხეში იჯდა, ვიღაცამ სპეციალურად მიიყვანა მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან. აღარ მეგონა, 30 წლის თავზეც ასეთ საზიზღრობებს თუ ვნახავდი“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ფორმულას“ ეთერში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა: „გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება, დამოკიდებულება, ემოციების შეჯახება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა – ადამიანები, მიწათამზომველები არიან თუ არ არიან სპეციალისტები და გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და ხშირად ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ – ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved