ჟურნალში The Lancet კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V ტესტირების ბოლო ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს, ამასთან ვაქცინა უსაფრთხოა. თავდაპირველად საერთაშორისო სპეციალისტები Sputnik V-ს სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ახლა ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პრეპარატმა თავისი ხარისხი დაამტკიცა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინის გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა და დაღლილობასა და ტემპერატურის მცირე მატებას ითვალისწინებს. მოხალისეთა შორის გარდაცვალეის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„Sputnik V დამტკიცებული ვაქცინებს რიცხვს შეუერთდა, როგორებიცაა Pfizer-ი, Oxford/AstraZeneca, Moderna და Janssen-ი“, – წერს BBC.
კომენტარები