• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე – არ ვიცი, წამოსცდა თუ რა მოუვიდა, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა

ალია ავტორი - ალია
13:56 02-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139

არ ვიცი, წამოსცდა თუ რა მოუვიდა, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, საუბრობს, რომ ოპოზიციის ნაწილის მიზანი შეთანხმება და პარლამენტში შესვლა არ არის.

„არ ვიცი, წამოსცდა თუ რა მოუვიდა, მაგრამ ზურა ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. მათი ბოიკოტი დაიწყო თუ არა, მათი ცრუ ნარატივი ე.წ. გაყალბებული არჩევნების შესახებ დაიწყო თუ არა, იმის შემდეგ ვამბობთ, რომ მათი, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანი არის, არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ შეთანხმდნენ წესებზე, არ შედგეს შეთანხმება. ზურაბ ჯაფარიძემ ეს ყველაფერი თავისი პირით დაადასტურა. მე არ ვიცი, ეს წამოცდენა იყო, ოპოზიციის სხვა ნაწილის გათქმა, კონსტრუქციულობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო თუ რა იყო, მაგრამ მან ოპოზიციის რეალური მიზნები და ზრახვები გათქვა და ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელი პარტიები შეიძლება იყვნენ პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი, მდინარაძემ უპასუხა, რომ ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და გიგა ბოკერია.

„პარლამენტში შემოსვლის მსურველთა სიაში არ არის ბოკერია, რომელიც პარლამენტის წევრი ისედაც არ არის. ყველაზე რადიკალური პოზიციის მქონე აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრი ისედაც არ არის. ასეთები არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. ყველა დანარჩენი მეტ-ნაკლებად არის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის მსურველი“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიები ოთხპუნქტიანი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved