• რეკლამა
  • კონტაქტი
08:17, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ მოგწონს? წადი“ – ეუბნებიან ქალს, რომელსაც არ აქვს ფული, კისერზე ბავშვები ჰკიდია და „ბო**ს“ სტატუსის ეშინია – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
13:14 02-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოში არსებულ სოციალურ-მენტალურ პრობლემებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„“არ მოგწონს? წადი“. კაპიტალისტური მანტრაა, რომელიც გვატყუებს. ის გვიქმნის თავისუფლების ისეთ ილუზიას, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს. ეს წინადადება გვატყუებს, თითქოს არჩევანი მართლა გვაქვს. ყველაზე უპასუხისმგებლო, აროგანტული და ზედაპირული ადამიანები ამბობენ ამ სიტყვებს. ეს ფრაზა სრულიად უარყოფს რეალობას და დილემების არსებობას.

„არ მოგეონს? წადი“ – ეუბნება ბიზნეს მენეჯერი 400-ლარიან თანამშრომელს, რომელსაც დამატებით ამუშავებს და სრულიად აიგნორებს იმ მოცემულობას, რომ ამ გაჭირვებაში და უმუშევრობაში წასვლა შიმშილს უდრის და ის ვერ წავა.

„არ მოგწონს? წადი“. ეუბნებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც არ აქვს ფული, კისერზე ბავშვები ჰკიდია და „ბოზის“ სტატუსის საფუძვლიანად ეშინია; ცალკე მოძალადე ქმრისგან შანტაჟი და მუქარები აწუხებს და არც ერთი მხარდამჭერი არ ყავს. აღარაფერს ვამბობ დანგრეულ ფსიქიკაზე და უდაბლეს თვითშეფასებაზე, რაც მსხვერპლს ახასიათებს.

„არ მოგწონს? წადი” ეუბნებიან ქვეყნებსაც კი, მაგალითად ქართველები ეუბნებიან რუსეთზე დამოკიდებულ სომხეთს, მაშინ როცა ქართველებსაც დაკარგული აქვთ ტერიტორიები და ძალიან ძვირი უჯდებათ ნატოსკენ სწრაფვა. და სომხეთს რა დაუჯდება რუსეთისგან წასვლა საერთოდ გესმით?

თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს. ზოგჯერ ის პირდაპირ სიკვდილს და შიმშილს ნიშნავს, ამიტომ ამ ხეპრე გამოთქმას “არ მოგწონს? წადი” გავეშვათ და თუ შეგვიძლია, (და ნამდვილად შეგვიძლია), დავეხმაროთ ადამიანებს თავისუფლებისკენ სწრაფვაში მხარდაჭერით, გაძლიერებით, თანაგრძნობით. და ნუ გვავიწყდება, რომ სხვისი მდგომარეობა შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს ვიდრე ჩვენი. ნუ უგულვებელყოფთ სხვის რეალობას, სხვის რესურსებს, სხვის მოცემულობას. ნუ იქნებით უგრძნობი და აროგანტულები. ინგლისელები ამბობენ თუ გინდა სხვის ადგილას წარმოიდგინო თავი, მისი ფეხსაცმელი ჩაიცვიო, ამიტომ თუ თანაგრძნობას ეძებთ, საკუთარი ფეხსაცმლით ნუ შეგლაჯუნდებით სხვის სამყაროში, მიდი, აბა, ჩაიცვი მისი პატარა და ძველი ფეხსაცმელები და მერე ილაპარაკე.

მე არავის მოვუწოდებ უარი თქვას თავისუფლებაზე, სულ პირიქით, მონობის სიმწარეს არც ერთ ცოცხალ არსებას არ ვუსურვებ. მე დანარჩენებს მოვუწოდებ, დავეხმაროთ და თანავუგრძნოთ სხვებს, რადგან გამუდმებით მესმის და უკვე ყელში მაქვს ამოსული ეს “არ მოგწონს? წადი” – ყოვლად უპასუხისმგებლო და იდიოტური მანტრა“, – წერს პატარაია სოცქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved