• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ძარცვავს “საქართველოს ფოსტა” მომხმარებლებს და როგორ გამოიყენეს სათავისოდ, ფულის საკეთებლად, კოვიდპანდემია?

ალია ავტორი - ალია
21:27 02-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312


საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ოჯახები, საიდანაც თუნდაც 1 წევრი არ არის ემიგრაციაში წასული, რათა აქ დარჩენილ, საკუთარ ოჯახებს, ლუკმა პურისა და გადასახადების გადახდის პრობლემა მოუხსნან! ასწავლონ სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში შვილები, ძმები, დები, შვილიშვილები და ყოველთვიურად გარკვეული თანხაც გადმოურიცხონ, რაც ჯამში, ქვეყანას სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაშიც ეხმარება!
როგორი დამცირებისა და გაუსაძლისი ყოფის შედეგია თითოეული ცენტი, ეს ყველაზე კარგად თავად ემიგრანტებმა იციან და რამდენჯერაც თავისთვის მოიუკლიათ გარკვეული თანხა და აქ გადმოუზავნიათ, იმდენი სიკეთე მათ და მათ ოჯახებს!


ჩემი ოჯახიდან ემიგრაციაშია თითქმის ყველა – შვილი, რძალი, დები, ძმა, შვილიშვილები და კარგად ვუწყი, თითოეული ჩვენთვის გამოსაგზავნი სადღესასწაულო ამანათისთვის თვეობით რომ აგროვებენ საჭირო თანხას და მე რომ არ დამაწვეს ამანათის გამოგზავნის და წონის საფასურის გადახდა, იმასაც თვითონ იხდიან…. ასეა ყველა ემიგრანტი! 2 წლის წინ, 1 კგ საფასური 4-5 ევრო იყო და ამანათის წონა კიდევ მინიმუმ 10 კგ! წარმოუდგენლად ძვირია ამანათების შიგთავსიც და ვისაც ოჯახში ემიგრანტი არ ჰყავს, ამას ვერასდროს გაიგებს, რის ფასად გროვდება თითოეული კანფეტი თუ სამოსი…
ჩვენი ემიგრანტების ხარჯზე, ბევრი გამდიდრდა, მათი ოჯახების გარდა! უპირველესად, ეს ეხება საქართველოს ფოსტას, რომელიც ერთადერთია ქართულ ბაზარზე და რომლის გარდა ფოსტის ლიცენზია, არცერთ გადამზიდავს არ აქვს!
რადგან მონოპოლისტია და „ზემოდან“ ყველაფრის უფლება აქვს, ამიტომაცაა ასეთი განუკითხაობა მათ ოფისებში და მეტიც, „ზემოდან“ ნაკარნახევი აბსურდული კანონებით ისე ატყავებენ ტვირთის მიმღებებს, გეგონება ან საქართველოს ფოსტა დაუტოვეს წინაპრებმა მემკვიდრეობით და ანდა ეს ქვეყანა!!!


მაგალითისთვის… საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, უცხოეთიდან შემოსული თითოეული ამანათის შიგთავსი, თუ 300 ლარს აღემატება, მიმღები პირი აღნიშნული თანხის ზემოთ „დადგენილი“ თანხის 18 %-ს უხდის სახელმწიფოს ნებისმიერი ბანკის მეშვეობით და იმ დეკლარაციის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს ფოსტა გასცემს!(იხილეთ ფოტოზე)
ამასთანავე…. დეკლარაციის შევსებას თავად საქართველოს ფოსტის ოპერატორი უზრუნველჰყოფს და ამ მომსახურებაში დამატებით 20 ლარს ღლიტავენ, ისედაც გაღლეტილ მოსახლეობას!!!


2 დღის წინ, ჩემმა შვილიშვილმა, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულია და თავადაც ქმნის ასეთ მუსიკას, იტალიიდან 2008 წელს გამოშვებული ელექტრონული მუსიკის სინთეზატორი გამოაგზავნა, რომელიც თავის დროზე 350 ევრო ღირდა! ეს აპარატურა კი იმიტომ, რომ მოძველებული მოდელია, მუსიკალურ მაღაზიებში აღარ იყიდება, მისი ფასი კი მინიმალური 100 ევროც აღარაა, გამოაგზავნა აქეთ! წონის ფული (17 კგ) და გამოგზავნის ფული იტალიაშივე გადაიხადა და დამირეკა, 1 კვირაში ჩამოვა და გამოიტანეო…
მივდი საქართველოს ფოსტაში და ელდა მეცა, განბაჟების თანხის გამო!(იხილეთ ფოტო)


ჯერ ერთი ვინ და საიდან დაადგინა, რა ღირს დღეს ეს აპარატურააა?
ფაქტობრივად, მეორადი მოხმარებისაა ნივთი და ვის აქვს უფლება, დღევანდელ დუხჭირ საქართველოში ამოდენა თანხა ახდევინოს ტვირთის მიმღებ პენსიონერს?
ტერმინალები გამოტენილი რომ გაქვთ გაუტანელი ტვირთებით, როდის უნდა იფიქროთ იმაზე, რომ დასწიოთ 300-ლარიანი ზღვარი და ადამიანებს მათი ოჯახებისთვის გამოგზავნილი მეორადი ტექნიკა თუ სხვადასხვა ნივთები დაუბრუნოთ?


ანდა რა უბედურებაა, ამანათების მიღების დროში ასე გაწელვა?
საახალწლოდ გამოგზავნილი ამანათები, რომელშიც იმიტომ რომ სწრაფად ჩამოსულიყო, დადგენილზე მეტი გადაახდევინეთ გამომგზავნებს, საახალწლოდ ჩამოვიდაა? და თუ ჩამოვიდა, მე და უამრავ სხვა მომლოდინეს, სმს შეტყობინებით რატომ არ გაგვაგებინეთ? ჩვენ რატომ უნდა გვეძებნა ჩვენი ამანათები საქართველოს ფოსტის რომელ ფილიალში იყო დაყრილი ჩამდნარი შოკოლადით თუ უკვე აშმორებული მოცარელა-პარმეზანით?
ან ცხელ ხაზზე რამდენ ხანს უნდა ვრეკოთ, რომ თქვენმა მაღახელფასიანმა თანამშრომლებმა გვიპასუხონ უტიფრად და უზრდელი ტონალობით?
გასაგებია, რომ საქართველოს ბანკის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, მილიონს ფულად არ თვლის, არც ცა მიაჩნია ქუდად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ განუკითხაობას სახელმწიფომ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება თუ მას სახელმწიფო მართლაც ჰქვია და პრეტენზია აქვს დასავლურ ღირებულებებზეე?
საქართველოს ბანკის სტაფს, 4 ციფრიანი ხელფასები რომ აქვს და რიგით კურიერ ახალგაზრდებს კიდევ, ყინვასა და ქარში, სიცხესა და წვიმაში ხოლოდ 400 ლარს უხდის (აქამდე 200-300 ლარს უხდიდნენ) არც ეგ არის პრობლემააა?
ან რანაირად ხდება ის, რომ საქართველოს ფოსტის მეპატრონე ოფიციალურად სახელმწიფოა და სინამდვილეში კი ლევან ჩიკვაიძის შპს საქართველოს ფოსტას მიჰყავს პარადი? როგორ და, კარგად – “საქართველოს ფოსტა” არის სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორი, რომელიც ახორციელებს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას.


ჰო, აქამდე რომ საქართველოს ფოსტის თანამშრომლებს სახელმწიფო დაზღვევა ჰქონდათ და სულ ახლახან აიძულეს კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაეზღვიონ ან ეგ რანაირად მოხდააა? ბევრმა რომ უარი თქვა სიძვირის გამო, ან ეს არის ახალი ამბავი და ჩვენს გარდა ვერავინ გაიგოო?
ჩემი ერთი კოლეგის შვილმა სამტრედიის იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობა აღადგინა და საქართველოს ფოსტის მეშვეობით მიუტანეს სახლში 5 ლარად და ეს მაშინ როცა მათი სახლიდან 4 წუთის სავალზეა იუსტიციის სახლი! მაგრამ არა, ტქვენ არ შეგიძლიათ საბუთის გატანა, ეპიდემიააო. ანუ, პანდემიასაც სათქვენოდ იყენებთ თანამედროვე „ბატონო“ ჩიკვაიძევ?
თუმცა, რააა? გაგდით და აკეთებთ რასაც გინდათ როგორც გინდათ და როდისაც გინდათ!
მაგრამ……….ჰო, ეს მაგრამ აუცილებლად დადგება!
თქვენისთანები ბევრი გვინახავს დამიჯერეთ!
ისიც ვიცით, რისთვის გებოძათ, როგორ გებოძათ და როდემდე გებოძათ იმპერია სახელად „საქართველოს ფოსტა“!

ირინე გოგოსაშვილი, ალია

თეგები: საქართველოს ფოსტა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved