• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო დაჩქარებული წესით შევა ნატოში – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

ალია ავტორი - ალია
21:00 01-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალური „ფეისბუქის” გვერდი 2012 წლის წინასწარმეტყველების ნაწილს აქვეყნებს.

წინასწარმეტყველების თანახმად მალე საქართველო დაჩქარებული წესით ნატოს წევრი გახდება.

„2012 წელი, 20 აგვისტო

ვხედავ, ჩრდილოეთ ოსეთში დიდი მიწისძვრა მოხდება. ფრთხილად! თითქმის ყველაფერი ინგრევა. მოსაზრება, რომ ეს სეისმური ზონა არ არის, ფუჭია. კავკასიონიც განიცდის ბუნებრივ კატაკლიზმებს და ბუნება აქაც ფერს იცვლის. ადამიანი კი ვერასდროს გააკონტროლებს ამ მოვლენებს, ვინაიდან ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და ისევ კოსმოსში ბრუნდება. არცერთი ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება — ადამიანი უძლურია. საბედნიეროდ, დედამიწა, ანუ ბუნება, ვხედავ, მალე დაწყნარდება.

აი მსოფლიო პოლიტიკაში კი დიდი სირთულეები კვლავ გრძელდება. ირანს დათმობა არ სურს, რაც მათ სახელმწიფოებრიობას დიდ დარტყმას მიაყენებს. ომები ირანს არ ასცდება. ეს მრავალჯერ დავინახე და დავწერე.
შეერთებულ შტატებში, ვიმეორებ, მოდის პრეზიდენტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ამერიკის პოლიტიკას, განსაკუთრებით, საგარეოს. ეს იქნება დიდი შეტევითი პოლიტიკა: „არავითარი დათმობა! დროა მსოფლიო მოწესრიგდეს!“ _ განაცხადებს ის. ახალი პრეზიდენტი ბევრს აიღებს თავზე, მაგრამ საბოლოოდ ხალხის გულს მოიგებს. „იგი ზრუნავს ამერიკასა და ამერიკელ ხალხზე“, — ასე იტყვიან.

ახალი პრეზიდენტი ერთ-ერთი ძლიერი ლიდერის სახელს დაიმკვიდრებს. ის არავის არ დაექვემდებარება, არც ანგარიშს გაუწევს ვინმეს ან რამეს. მოქმედებს სწრაფად და გააზრებულად. მას სწამს ღმერთი, მაგრამ ღვთის მოშიში არ არის — იგი ღვთის მოსიყვარულეა. რელიგიის მიმართ განსაკუთრებული აზრი აქვს, თანაც აბსოლუტურად სწორი. იგი განსაკუთრებით მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ, კრემლის პოლიტიკას არ დაეთანხმება და არც აპირებს, რომ რაიმე დაუთმოს.

„ეს საშიშია“, — ფიქრობს ყველა მის გარდა. „პირიქით, თუ ყველას თავის ადგილს არ მივუჩენთ მსოფლიოს პოლიტიკაში, ეს სახელმწიფოები იქნებიან, თუ იქნებიან, საშიშები კაცობრიობისათვის“, — განაცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
ის არც ჩინეთს დააყრის კარგ დღეს და არც ირანს დაუთმობს არაფერს. პირიქით, იგი საომრადაა მზად და შეუტევს კიდეც ირანს — იმ ქარხნებს ააფეთქებს, სადაც ურანს ამდიდრებენ.

რუსეთი კი ხმასაც ვერ ამოიღებს, თვითონაც ომობს ყოფილ საჭოთა ქვეყნებთან. არ სურს, დამოუკიდებლობა მისცეს მათ, რაც რუსეთს საერთოდ არ ეკითხება. მთავრობის მცდელობა, არ დაიშალოს რუსული „დერჟავა“, მიმართულია ერთადერთი გამოსავლისკენ — ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, თუნდაც ომების ფასად. მაგრამ რუსეთი ვერ აღადგენს საბჭოთა კავშირს. მისი მთავრობა მხოლოდ ყველაფერს აურევს კავკასიაში, ასევე ყაზახეთსა და უზბეკეთშიც. რუსეთი ძალიან სახიფათო პოლიტიკას გაატარებს და ვხედავ, ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან. იქნება ომები, რომლებიც რუსეთს, რუს ხალხს შეეხება. ფრთხილად!!!

საქართველო კი მაინც აირიდებს უსიამოვნებებს რუსეთთან. ამერიკის მხარდაჭერა(!!!) ძალიან დიდია საქართველოს მიმართ, რომელიც არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა მისი სრული ოკუპაცია მოახდინოს. ეს არ მოხდება, ვინაიდან რუსეთს თვითონ გაუჭირდება საკუთარ სახლში, სადაც ყველა და ყველაფერი აუმხედრდება კრემლის ბინადართ.
ვხედავ ასჯერ დანახულს: საქართველო დაჩქარებული წესით შედის ნატოში. ეს ასე მოხდება, გჯერათ თუ არა. ამით საქართველო თავს გადაირჩენს. ამინ”, – წერს ლელა კუკულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved