• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მელაშვილი 1995 წლიდან საქართველოს პოზიციის შესაბამისად მოქმედებდა! მორჩა, წერტილი…” – კაჭკაჭიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:00 01-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი დავითგარეჯის და ე.წ. კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც პასუხობს მნიშვნელოვან კითხვებს ამ თემის გარშემო.

კაჭკაშვილი აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი და საზღვრის დამდგენი საექსპერტო კომისია მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად, რომელიც ქვეყანამ 1995 წლიდან აირჩია.

“დავშალოთ დავითგარეჯის გარშემო ატეხილი სკანდალი მარტივ შეკითხვებად და თითოეულ მარტივ, მაგრამ არსებით შეკითხვას ვუპასუხოთ:

1. არის თუ არა დავითგარეჯის კომპლექსი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი?

– დიახ, არის.

2. არის თუ არა (დღესდღეობით და 1924 წლიდან მოყოლებული) დავით გარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული (ანუ, აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშ) – ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონასტრების ჩათვლით?

– დიახ, ჩიჩხიტური ნაწილობრივ, ბერთუბანი – სრულად.

3. არის თუ არა დავითგარეჯას კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება, სადავო ტერიტორია (ანუ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი), თუ მას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც, მაგალითად, საინგილოს (ისტორიული ჰერეთის) ძეგლებს იმავე აზერბაიჯანში?

– დიახ, მოლაპარაკებების საგანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

4. თვლის თუ არა აზერბაიჯანი (ცხადია, შეცდომით), რომ ბერთუბანი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და არა საქართველოსი?

– დიახ, თვლის.

5. 1937-38 წელს გამოცემული 200 000-იანი მასშტაბის რუკით (რაც ვითომ გადამალული იყო და რითიც აპელირებს გამოძიება), ხვდება თუ არა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები, კერძოდ, ჩიჩხიტური და ბერთუბანი, საქართველოს საზღვრებში?

– ჩიჩხიტური კი, ბერთუბანი – არა.

6. დათმობს თუ არა აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე მოქცეულ ქართულ ძეგლებს ნებისმიერ შემთხვევაში?

– არა, არ დათმობს (ამას მოწმობს ათეული წლობით გაწელილი მოლაპარაკებები).

7. არის თუ არა გამოსავალი ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანს შესთავაზოს ტერიტორიების გაცვლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ძეგლების სანაცვლოდ?

– დიახ, არის.

8. მოქმედებდა თუ არა საექსპერტო კომისია, ივერი მელაშვილის ხელმძღვანელობით, იმ მიმართულებით, რომ გარეჯას კომპლექსი სრულად მოქცეულიყო საქართველოს შემადგენლობაში ტერიტორიის გაცვლის (ე.წ. „მოცვის“) საფუძველზე.?

– დიახ, ეს იყო საქართველოს პოზიცია 1995 წლიდან.

მორჩა, წერტილი”. – წერს კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved