• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მელაშვილის და ილიჩოვას ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ხვალ დაკავებულები გაათავისუფლონ

ალია ავტორი - ალია
00:40 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ხვალ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესია. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და დაკავებულები გაათავისუფლოს. ორივე დაკავებული დღეს ადვოკატმა ციხეში მოინახულა.

“დღევანდელი ვიზიტი ეხებოდა ხვალინდელ პროცესს, იგივე აღკვეთის ღონისძიების და იმ შუამდგომლობის, რაც ჩვენ უნდა დავაყენოთ მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ივერი მელაშვილი მზად არის გამოყენებული იყოს ნებისმიერი ღონისძიება აღკვეთის, გარდა პატიმრობისა. მზად არის პასპორტი ჩააბაროს, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, რასაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. არსებული მტკიცებულებებით ნამდვილად არ არის საფუძველი პატიმრობის, აქედან გამომდინარე, გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით და მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას,”-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

“ივერი მელაშვილისთვის სამწუხაროა ერთადერთი ფაქტი, რომ პროკურატურა ასაჯაროებს მოლაპარაკების დეტალებს, რომელიც დააზიანებს შემდგომ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან, იმიტომ, რომ ეს შიდა საუბრები, რომელიც მას ჰქონდა როგორც ბატონ გოგი მანჯგალაძესთან, ასევე მიქელაძესთან, ეხება იმ დეტალებს, რომელიც მხოლოდ ქართული მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი. მნიშვნელოვნი მოთხოვნაა, რომ ადამიანებმა უნდა დატოვონ საპატიმრო, რადგან არც აქამდე არსებობდა და ხვალისთვის აღარ არსებობს საფუძველი, რომ დარჩნენ პატიმრობაში და შემდეგ უკვე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ შეწყდეს ეს საქმე,”-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

თეგები: ივერი მელაშვილინატალია ილიჩოვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved