• რეკლამა
  • კონტაქტი
07:05, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 15 წელი გავიდა

ალია ავტორი - ალია
16:47 01-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,647

ოქროყანის შემზარავი ტრაგედიიდან და 28 წლის სანდრო გირგვლიანის  მკვლელობიდან 15 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი  ოქროყანის სასაფლაოზე მეგობრებმა გარდაცვლილი იპოვეს. მას მრავალჯერადი დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც მოგვიანებით, გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებდა, 28 წლის ახალგაზრდას ჭრილობები ბასრი საგნით ქონდა მიყენებული. ამ მკვლელობამ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია და დღემდე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად რჩება.

სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს, მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად „შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგოს, თამარ მაისურაძეს, მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან, ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.

მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: „მან მკითხა, თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა  არ ჰქონდა, თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე  არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან“, მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური)“.

ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანი და ბუხაიძე უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ, ML კლასის „მერსედეს-ბენცში“ შეყარეს და გაიტაცეს.

გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს

ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს.

ვანო მერაბიშვილის შსს-მ კი ძიების თავდაპირველ ეტაპზე განაცხადა, რომ მკვლელობა ე.წ. „სვანურ გარჩევებს“ უკავშირდებოდა. ვანო მერაბიშვილის საქართველოს პარლამენტში, ამ საქმეზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ, მაშინდელმა ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მალევე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა – მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, მაშინ ეს აქციები ხელისუფლებამ დაშალა.

სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, ჯერ კიდევ 2006 წელს გამართულ  სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე  ყველა პირი დასჯილი არ იყო. შვილის გარდაცვალებიდან, დაახლოებით,  წელიწადნახევარში, გარდაიცვალა თავად ირინა ენუქიძეც, ხოლო   გირგვლიანის  საქმე ევროპულ სასამართლომდეც მივიდა.

2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

თეგები: სანდრო გირგვლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved