• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დახმარებაა საჭირო ? ყველას დავეხმარებით, დაფინანსებაა საჭირო? ყველას ხელს შევუწყობთ“ – კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:11 01-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„პრობლემების მოგვარებაში არასოდეს გამომირჩევია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2021 წელს პრობლემების მოსაგვარებლად, ადამიანების მხარდასაჭერად 350 მლნ ლარია განსაზღვრული.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ის ყველას მერია.

„წელს დაახლოებით 350 მლნ ლარი იქნება განსაზღვრული იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, ადამიანებს. გვინდა, რომ მაქსიმალურად ჩვენი თანადგომის იმედი ჰქონდეთ.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, იმას რომ როგორც ქალაქი მერი, როგორც თბილისელებისგან არჩეული ადამიანი, ამ პრობლემების მოგვარებაში არასოდეს გამომირჩევია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას მხარდაჭერა გავუწიოთ და თანადგომა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბევრჯერ ვარ ნათქვამი, რომ ყველას მერი ვარ.

ჩვენი თანამშრომლებიც ამ მიდგომით და ამ განწყობით არიან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და ყოფა.

ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანების დაყოფა პარტიული კუთვნილების, სქესის და სხვა მიმართულების მიხედვით. მაქსიმალურად ყველას ექნება მხარდაჭერა, დახმარებაა საჭირო ? ყველას დავეხმარებით. ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსებაა საჭირო ? მაქსიმალურად ყველას ხელს შევუწყობთ.

ასე მოვდივართ რამდენიმე წელი რაც ამის უფლებამოსილება ოფიციალურად მოგვენიჭა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved