• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

41% – თანახმაა, 41% – უარზეა – კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები – NDI

ალია ავტორი - ალია
13:55 01-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) კვლევის თანახმად, პანდემიასთან დაკავშირებული მოლოდინების შეფასებისას, გამოკითხულთა 33 პროცენტი ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი ქვეყანამ უკან მოიტოვა, 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის და მოლოდ 6 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, 22-მა პროცენტმა უპასუხა – „არ ვიცი“.

შეკითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, 41 პროცენტი აცხადებს, რომ აიცრებოდა, ასევე 41 პროცენტი ამბობს, რომ არ აიცრებოდა, 17 პროცენტი აღნიშნავს, რომ „არ იცის“.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მცირედით შეცვლილია საზოგადოების დამოკიდებულება ივნისთან შედარებით.

კერძოდ, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ვაქცინას გაიკეთებდა, 38%-დან 41%-მდე არის გაზრდილი, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც არ აიცრება, 46-%-დან 41%-მდეა შემცირებული.

„ენდიაის“ მკვლევარები რამდენიმე მიგნებაზეც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები,  მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების  ადამიანები.

„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

თეგები: NDIვაქცინაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved