• რეკლამა
  • კონტაქტი
11:07, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე შიო: ადამიანს სინანული ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება

ალია ავტორი - ალია
15:49 01-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქის მოსაყდრემ სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ხშირად, არასწორად და ბოლომდე არ გვესმის, რა არის სინანული. გვგონია ხოლმე, რომ სინანული არის ჩვენი წუხილი ჩვენი წარსული ცოდვების გამო, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ამ ცოდვებს, როდესაც ღმერთს ვევედრებით პატიებას. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის სინანული. რა თქმა უნდა, ესეც სინანულის ნაწილია, მაგრამ, სახარებისეული გაგებით, ეს სრულყოფილი სინანული არ არის, ეს მხოლოდ ერთი ნაწილი, ერთი მხარეა სინანულისა. ზოგიერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ, მუდმივი მოქცევა, მთელი ცხოვრების განმავლობაში მოძრაობა ღმერთისკენ და არა მხოლოდ საკუთარი ცოდვების დაფიქსირება. მსგავსად იმისა, როდესაც ექიმთან მიდის ადამიანი და დიაგნოზს იღებს. ეს არის ერთი მხარე, მაგრამ მკურნალობა თუ არ დაიწყო, ეს დიაგნოზი ამაოდ, უშედეგოდ რჩება. ასევეა აქაც, მკურნალობის დაწყება არის სინანული. სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ადამიანის ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას, სრულ გადატრიალებას, შემობრუნებას ადამიანის ცხოვრებისა. აი, ასეთი რამ არის სინანული – როდესაც ვხვდებით, რომ ვცხოვრობდით უღმერთოდ ან შორს ვიყავით ღვთისგან, როდესაც ადამიანი სიმართლეს ხედავს საკუთარი თავის შესახებ, აცნობიერებს, რომ ერთადერთი გამოსავალი – ეს არის ღმერთი, ღმერთთან დაბრუნება და მისი მცნებების აღსრულება, როგორც ეს მოთხრობილია უძღები შვილის იგავში. გახსოვთ, უძღებმა შვილმა არა მხოლოდ შეინანა თავისი ცოდვები, არამედ ადგა, დაანება თავი ძველ ცოდვილ ცხოვრებას და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნება. მართლაც, ადგა და წავიდა მამასთან, მაგრამ რა უთხრა მამას მან: „მე უღირსი ვარ, რომ შენი შვილი მეწოდოს“. ესეც აუცილებელია, აუცილებელია შეგრძნება ამ უღირსებისა. მაშასადამე, მოკლედ რომ ვთქვათ, აი, ეს არის სინანული. ეს სინანული ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ რწმენა მიიღოს, მორწმუნე გახდეს; ასევე იმისთვის, რომ ეს რწმენა შეინარჩუნოს, ამ რწმენაში წარემატოს და სასუფეველი დაიმკვიდროს. ამისთვის სჭირდება. ანუ, ადამიანს სინანული ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება“ – აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved