• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელის საელჩო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:04 01-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩის განცხადებაშია ნათქვამი.

„22 იანვარს საქართველოს მთავრობამ გვაცნობა პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული დეტალები, თუ რა ტიპის სამედიცინო ტესტი, ვაქცინაცია ან სერტიფიკატი იქნება საჭირო, ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. ამიტომ, ნებისმიერი გაუგებრობისა და უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია მოთმინებით დაველოდოთ შემდგომ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საქართველოსა და ისრაელის მთავრობების ოფიციალური წყაროების მიერ.

ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელის საელჩო ჩართულია აქტიურ მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, ზალკანიანთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, რათა უმოკლეს დროში შესაძლებელი გახდეს ისრაელელი ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში. 21 იანვარს აღნიშნული საკითხი დეტალურად იყო განხილული ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, აშკენაზისა და მისი ქართველი კოლეგის, ზალკანიანის სატელეფონი საუბრისას. შესაბამისად, ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის აღნიშნულ განცხადებას და მზად არის, ისრაელელ ვიზიტორებს გაუწიოს ყველა აუცილებელი საკონსულო მომსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved