• რეკლამა
  • კონტაქტი
11:38, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 ბავშვი დედასთან ერთად ქუჩაში რჩება – “ტყუპებზე მუცელი მომეშალა ნერვიულობისგან”

ალია ავტორი - ალია
00:15 01-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ქალი დახმარებას ითხოვს, მას 7 შვილით ქუჩაში ცხოვრება ემუქრება.

მისი ისტორია საკმაოდ მძიმეა, მეუღლე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა. ამის შემდეგ, ის საჩხერიდან ქმრის ოჯახიდან ბავშვებთან ერთად გამოიპარა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში აღმოჩნდა… იმ პერიოდისთვის დარეჯანს 6 შვილი ჰყავდა.

მეორედ იქორწინა. ამბობს, რომ მეუღლეს მისი შვილები ძალიან უყვარს და მხოლოდ იმიტომ მიიღო გათხოვების გადაწყვეტილება, რომ ბავშვებზე მამაკაცს ეზრუნა…  კიდევ გავიდა დრო და კიდევ ერთი ბავშვი დაიბადა. ახლა, ოჯახის მე-7 შვილი მალე 2 წლის გახდება. ყოფილმა მეუღლემ ბავშვები ცოტა ხნით წაიყვანა და პარალელურად დედას უჩივლა, ძალადობის მუხლით. სანამ საქმე გაირკვეოდა, სანამ გამოძიება დასრულდებოდა, დედას შვილებთან მიკარება ჰქონდა აკრძალული. როგორც იქნა, პროცესი დასრულდა და შვილები დაიბრუნა. ამ პერიოდში, დარეჯანი ტყუპებზე ორსულად იყო, მაგრამ სამწუხაროდ, სანერვიულო შეხვდა და პატარები დაიღუპნენ, თავადაც ძლივს გადარჩა…

“დახმარება ახლა იმაზე მეტად მჭირდება, ვიდრე – ოდესმე. ჯოჯოხეთური პერიოდი გავიარე. ჩემი შვილები, რომლებიც მოძალადე ყოფილმა ქმარმა წამართვა, სასამართლოს ძალით დავიბრუნე. ამ პროცესების განმავლობაში, ორსულად ტყუპებზე ვიყავი, მაგრამ იმდენად მეშინოდა ბავშვების დაკარგვის, რომ ნერვიულობით მუცელი მომეშალა. ერთ პროცესზე, მოსამართლე აბჟანდაძეს საქმე ისე მიჰყავდა, თითქოს მსხვერპლი ჩემი ყოფილი ქმარი იყო, რომელიც რეალურად წარსულში, სისტემატიურად ჩემზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად და სექსუალურად ძალადობდა… ამ პროცესის შემდეგ, თავი ცუდად ვიგრძენი და ტყუპები დამეღუპნენ, ექიმებმა მეც ძლივს გადამარჩინეს. სასამართლომ ბავშვების მეურვეობა მე მომანიჭა. ჩემს ყოფილ მეუღლეს კი ალიმენტი დააკისრა.

ახლა ქუჩაში დარჩენის საფრთხე გვემუქრება, სულ რაღაც 9 დღე დამრჩა, რაც ნაქირავებ ბინაში ვიქნებით, მერე გაურკვეველია სად წავალთ, ან როგორ… გლდანის მუნიციპალიტეტი ქირის ნაწილს 300 ლარის ოდენობით გვიფინანსებს, ნაწილს კი ჩვენ, 150 ლარს ვამატებთ. სოციალური დახმარება სულ 380 ლარი მაქვს. ბინის მეპატრონემ პანდემიის გამო გამიჭირდაო თქვა და ქირა მომიმატა, რომელსაც ვერაფრით გადავიხდი. დილიდან დაღამებამდე, ეს ახლაც ნაოპერაციევი ქალი ფეხით უბან-უბან დავდივარ, რათა ალტერნატიული საცხოვრებელი ვნახო, რომ ვიქირაოთ, მაგრამ ვინც იგებს, რომ 7 შვილის დედა ვარ, უარით მისტუმრებენ და მეუბნებიან ერთი საბავშვო ბაღის ბავშვები გყავსო… რა ვქნა არ ვიცი, რა წყალში ჩავარდე, როგორ მოვიქცე, იქნებ რამე მირჩიოთ ხალხო!

ახლა, სწორედ პანდემიის გამო, ჩემი მეუღლე ვერ მუშაობს, ის საამქროები დაიხურა, სადაც ის მუშაობდა ხოლმე. აქამდე ის თავისი შვილისგან ჩემს 6 შვილს არ არჩევდა და ყველაფერს უკეთებდა, მაგრამ ახლა, გაძვირებული ქირის გადახდის თავი არ გვაქვს, ვერც მეპატრონეს მოვატყუებ და ვერც ბინას ვიქირავებ. თებერვლიდან სოციალური დახმარებაც 2 თვით შემიწყდება, რადგან წართმეულ ბავშვებს ვიბრუნებ და ყველა ერთად ვიქნებით… გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, ყველას მივმართე, განცხადებები ყველგან დავწერე, მაგრამ უარით მისტუმრებენ…”  -ამბობს დარეჯან იორდანაშვილი.

წყარო პრაიმტაიმი

თეგები: დახმარებაქველმოქმედება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved