• რეკლამა
  • კონტაქტი
11:34, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია, ვინ დაიწყო ომი! – ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:46 01-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“არა, რა, მართალი იყო ის ბიჭი: ქვა რომ ქვაა, იმას გააგებინებ რაღაცას და ამ ნაცსექტანტებს ვერაფერს შეაგნებინებ!

სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია, ვინ დაიწყო ომი!

არც ის დაუდგენია, როგორ მივედით ომამდე!

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, ანუ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, როცა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში აღარც ქართული ჯარი იყო და აღარც ქართული პოლიცია, როცა რუსეთი იყო ყველას და ყველაფრის გამკონტროლებელი და ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალები იდგა, დაირღვა საქართველოს მოქალაქეების უფლებები, აწამეს და დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები, აწამეს და დახოცეს ქართველი სამხედროები!

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია არც 8-12 აგვისტოს პერიოდზე და არც წინმსწრებ მოვლენებზე!

საომარი მოქმედებების დამთავრებიდან მალევე ამ საკითხებზე იმუშავა ევროკავშირის კომისიამ ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით და ის დასკვნა მაშინვე გამოქვეყნდა! ახლაც დევს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ქართულად და ინგლისურად! ასევე 2008 წლის ოქტომბერში რეზოლუცია მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. სხვათა შორის, ომამდე ცხინვალის რეგიონში სწორედ ეუთოს მანდატით აღჭურვილი სამხედრო დამკვირვებლები იყვნენ და საქართველოს ხელისუფლება ამ მანდატის გაფართოებას დაჟინებით მოითხოვდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია!

საომარი მოქმედებების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე მსჯელობა კი სტრასბურგის, ანუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კი არა, ჰააგის ტრიბუნალის საქმეა!

მორჩით სპეკულაციებს!

ახლა მთავარია, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მიღწეული გამარჯვება გონივრულად გამოვიყენოთ და შიდაპოლიტიკურმა ინსინუაციებმა ეს გამარჯვება დამარცხებად არ გადააქციოს!

დაიმახსოვრეთ:

ეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია!

ეს მასშტაბური პრობლემაა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ:

პოლიტიკური დაპირისპირებით არ დააზიანოთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved