• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შიმშილს რომ გადაგვარჩინა და რაღაცით გვეხმარებოდა, რატოა სამარცხვინო? – ქეთი დოლიძე

ალია ავტორი - ალია
22:54 01-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ქეთი დოლიძე “ტვ პირველთან” საუბრობს:

ივანიშვილი თავისი კაცობით, თავისი ვაჟკაცობით, იყო იმის გარანტი, რომ რაღაც შეიცვლებოდა ქვეყანაში. 2012 წლამდე რა კოშმარული 9 წელი გავიარეთ, არ გვახსოვს? მე მახსოვს. როცა 2012 წელს 600-ზე მეტი სოფელი შემოვიარე, დღეს თუ საჭირო იქნა, “ქართული ოცნებისთვის”, ზუსტად იმდენივე სოფელს შემოვივლი. იგივე რომ დავამკვიდრო და იგივე ვთქვა, რასაც ვამბობდი 2012 წელს.

უკან რომ მოვიდხედოთ და მარტო ის სია ვნახოთ, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ქვეყნისთვის – ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ მადლობა ვუთხრათ? წავიდა? – უნდოდა და წავიდა. ეტყობა დაინახა რომ მისი მისია ამოიწურა.

მე არ მჯერა რომ სასამართლო სისტემა არის საქართველოს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ეს ყველაფერი წყდება იქ, ევროპაში. ზუსტად ვიცი. როცა პოლიტიკოსებს ვკითხე, რატომ არ იცვლება, მიპასუხეს, რომ ჯერჯერობით ამის უფლებას არ აძლევენ.

ეს აღვირახსნილი კაცი კიევიდან რომ გვმოძღვრავს, რა პოლიტიკკაა ეს, ადამიანმა დააქცია ყველა ინსტიტუცია 9 წლის მანძილზე, ენა გააჩეროს, ეს არის ურცხვი ადამიანი, ყველაფერს აკეთებდა და აშენებდა ივანიშვილის ფულით. ყველაფერი, რაც გაკეთდა სააკაშვილის დროს, დააფინანსა ივანიშვილმა  და ეს იცის ყველამ. ივანიშვილი არ არის საჯარო ადამიანი, მაქსიმუმ 20 კაცთან ჰქონდა ურთიერთობა ოჯახის გარდა და უცებ დაეტაკა 2 მილიონი გიჟი, გადარეული ადამიანი… უმადურობა, არის ყველაზე საშინელი გრძნობა და ყველაზე დიდი ცოდვა. როცა სასწორზე დადებ მის გაკეთებულ საქმეებს და შეცდომებს, საკადრო პოლიტიკა, თუ გადმოპორტირებული ნაცები, ეს არაფრად მიმაჩნია.

სრულიად ვენდობი გიორგი გახარიას, კარგად ვიცი რა ოჯახიდანაა ირაკლი კობახიძე და მასაც ვენდობი, იმედი მაქვს პოლიტიკურად გაიზრდება….

ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ქართული ოცნების, რომ პიარი აქვთ ნულზე. არაფერს ამბობენ, რა გაკეთდა ამ მანძილზე. ჩვეულებრივი ადამიანი, არ შედის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე. შეხედეთ რამდენი რამე გაკეთებული. რომ მაძახებენ ხუთი მილიონიო, ხუთი კი არა, ათჯერ და ასჯერ მეტია გაკეთებული.

მე გავარკვევ რა არის ამ სოფლებისთვის გაკეთებული და მერე დაველაპარაკები მათ, რომლისთვისაც ბოდიში მოსახდელი სულ არა მაქვს. მე არ დავდივარ საერთოდ ელიავაზე, ათასში ერთხელ, მაგრამ მაჩვენეთ ერთი რა ხდება, ერთხელ გაგეკეთებიათ რეპორტაჟი, მაჩვენეთ რას აკეთებენ ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი? რატომ არ მიდიან თავის სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან მიწას, რატომ? როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში? მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში და დგას ელიავას ხიდის ქვეშ, ეს წარმოუდგენელია.

როცა ივანიშვილმა თქვა, რომ არ იქნება ოცნების მხარდამჭერი, არ მგონია, რომ ზუსტად გამოთქვა, დარწმუნებული ვარ, იგულისხმა, რომ ოცნების საქმეებში არ ჩაერევა. ის სიტყვის კაცია, რასაც იტყვის, იმას ასრულებს.

ჩემი ხელფასი 1000 ლარს არ აცდენილა. ჩემმა ფილმებმა ამდენი მილიონი მოუტანა საბჭოთა კავშირს – ვერ გავიგე, ვინ არის შალვა ნათელაშვილი, რომ ჩემ ბიოგრაფიას შეეხოს? ვის დახმარებია? როგორ უნდა წამოცდეს ივანიშვილზე გადაბრუნებული სიტყვა?

მივწერე ივანიშვილს, რომ მადლობელი ვარ მისი და მას და მის ოჯახს ვუსურვებ წარმატებს. ყოველთვის ვიქნები მისი მადლიერი. ჩემი კოლეგები, 90-იან წლებში შიმშილით დავიხოცებოდით და ამას მამადლის მე არარაობა ნათელაშვილი? იმან რომ შიმშილს გადაგვარჩინა და რაღაცით გვეხმარებოდა რატოა სამარცხვინო? გადახედეთ ჩვენ მილიონერებს, რომელიმემ ეს გააკეთა?

არიან ადამიანების ფენა, რომლებსაც, რა თქმა უნდა უჭირთ, ზოგმა ასე გაიგო, რომ ყველას ჯიბე უნდა გაეწია და ივანიშვილს ფული უნდა ჩაეყარა და იმ საქმეებს, რაც მან ამ წლებში აკეთა, არავინ თვლის.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიქეთი დოლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved