• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფონდ “ქართუს” რომ გადაუფორმა ქონება, ეს არაა ქველმოქმედება – აშშ-ში ცვლილება სერიოზული დარტყმაა “ოცნებისთვის” – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
19:49 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი “რუსთავი 2”-თან ამბობს:

“ფონდ “ქართუს” რომ გადაუფორმა ქონება, ეს არაა ქველმოქმედება. ქველმოქმედება იქნება თუ არა, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ. ჯერჯერობით, ეს არის ქონების გადაფორმება. “ქართუ”, რა თქმა უნდა, უზარმაზარ კარგ საქმეს აკეთებს და იმ საქმეს, რასაც “ქართუ” აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსები უდგას უკან, ესეც ერთმნიშვნელოვანია, მე არა მგონია საქართველოში ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილთან ან ფონდ “ქართუსთან”, როგორც ქველმოქმედების გამწევ ადამიანთან, ან ორგანიზაციასთან. მაგრამ ამას არაფერი არ აქვს საერთო იმასთან, რომ ქვეყანაში პოლიტიკა გააქრო ბიძინა ივანიშვილმა და სახელმწიფოებრიობა გაქრობის ზღვარზე დააყენა. ქველმოქმედება იქნება, თუ არა, ის ქონება, რომელიც “ქართუზე” გადააფორმა, ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რადგან ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ვიფიქროთ, რომ სრულიად სხვა მიზანი ჰქონდა ამ ქონების გადაფორმებას. აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება არის ძალიან სერიოზული დარტყმა “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული იყო ტრამპის ადმინისტრაციაზე და იყო დარწმუნებული მის გამარჯვებაში და მთელი ეს მათი იდეოლოგია, რომელსაც ზაზა შათირიშვილის იდეოლოგიას ვეძახი, ემყარება სწორედ ლიბერალური დემოკრატიის ნგრევის თუ შესუსტების კონცეფციას და ეს მითი დაინგრა. ამერიკაში ახალი ადმინისტრაცია მოდის, რომელმაც გააძლიერა სანქციების პოლიტიკა”

თეგები: თინა ხიდაშელითორნიკე ბიძინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved