• რეკლამა
  • კონტაქტი
11:23, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე შიო: დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ – საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასეა

ალია ავტორი - ალია
14:31 01-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასეა. ძირითადად, ამბობენ, რომ იესო ქრისტეს სწავლება – ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სწავლება, ერთ-ერთი სწავლებათაგანი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვა აზრი გვქონდეს, შეგვიძლია, მივიღოთ ან არ მივიღოთ, ადამიანი თავისუფალია და ისე წარმოაჩენენ ამას, როგორც ადამიანურ სწავლებას. ძირითადად, აქამდე დადის ხოლმე ადამიანთა წინააღმდეგობა, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა-ლოცვისას განაცხადა.

„ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რა ძალები უპირისპირდებიან ეკლესიას მთელი საუკუნეების განმავლობაში – ეს არის საშინელი ადამიანური ძალები და, რა თქმა უნდა, ამ ძალების უკან დგას დემონური ძალები. ჩვენ განსაკუთრებით გვახსოვს ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდი. ასეთი დევნა მგონი არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ეკლესიის წინააღმდეგ; მიზნად იყო დასახული სრულიად აღგვა პირისაგან მიწისა ეკლესიისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა ამ იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია. ის ყველაფერი – მათი სწავლებაც, მათ იდეოლოგიაც – დღეს დავიწყებას არის მიცემული, ქრისტეს სიტყვა კი დღეს ჟღერს მთელ მსოფლიოში, ის ეხება ადამიანთა გულებს საოცრად და რაც მთავარია, ის ცვლის ადამიანს. აი, ეს არის მთავარი. აი, ამ ყველაფერზე ვფიქრობთ ჩვენ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. თუ ჩვენ ასე მივიღებთ ქრისტეს სიტყვებს, დავიმარხავთ ჩვენს გულებში, მივიღებთ, როგორც ღმერთის სიტყვებს და, ამასთანავე, შევიგრძნობთ, რომ ეს არის ღვთაებრივი სწავლება, ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ვიცხოვროთ ამით; მარტო თეორიულად ადამიანს ვერ დაარწმუნებ, შენს თავსაც ვერ დაარწმუნებ, რომ ეს მოდის ღვთისგან. მაშინ მოდის ეს დიდი სულიერი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყოველგვარი ადამიანური წინააღმდეგობა, განსაცდელი, მაშინ შემოდის ეს საოცარი დასტური და ღვთაებრივი სიხარული, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავძლიოთ განსაცდელიც, მწუხარებაც და შევიგრძნოთ ღვთის სიყვარული“ – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved