• რეკლამა
  • კონტაქტი
10:08, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია დაამტკიცეს

ალია ავტორი - ალია
16:46 01-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ახალი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ, დელეგატების მხარდაჭერით, ფრიდონ ინჯია დაამტკიცეს. ანალოგიურად კენჭისყრით დაფუძნდა პოლიტიკური საბჭო და ასევე, დამტკიცდნენ პარტიის სარევიზიო კომისიის წევრები.

პარტიის პოლიტსაბჭო ცხრა კაცისგან შედგება. ესენი არიან – ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე, თამარ კიკნაძე, გიორგი მაღლაკელიძე, ბუხუტი ჭაჭუა, ვიქტორ ცაავა, ირაკლი უბილავა.

სადამფუძნებლო ყრილობაზე მიიღეს პარტიის წესდებაც, რომელიც მხარდამჭერებს ფრიდონ ინჯიამ გააცნო.

„საინიციატავო ჯგუფმა დიდი შრომა ჩადო, რომ ეს ყველაფერი მომზადებულიყო მოკლე დროში. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია, ექსტრემალურ პირობებში ნაყოფიერად იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ არსებული კრიზისიდან. აქ წარმოდგენილი პარტიის ბირთვი ის ხალხი, ის პიროვნებებია, რომლებმაც მართლა იციან შრომის ფასი, შებრძოლებიან უსამართლობას და გაუმარჯვიათ.

პარტიის მიზნები და ამოცანები პირველ რიგში იქნება ქვეყნის ინტერესების დაცვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და დაცვა. ინსტიტუციური მძლავრი სამოქალაქო ფორმირების ხელშეწყობა, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, საქართველოს მრავალვექტორული ევროატლანტიკური ორიენტაციის დაჭერა და მეზობელ სახელმწიფოებთან პარტნიორობაზე დაფუძნებული კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა; ქვეყნის გამთლიანება, კეთილდღეობა, ევროპული, სამართლებრივი და ამავდროულად ქართული სახელმწიფოს შექმნა; წესრიგი ყველგან, როგორც შიგნით, პარტიაში, ისე იქ, სადაც ხელი მიგვიწვდება.

ვიქნებით კრიტიკული სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით, ინვესტიციები. სასამართლო კი ამ კრიტერიუმებიდან ძალიან შორს არის.

ჩვენი პარტია მიმზიდველი უნდა გახდეს ჩვენი იდეოლოგიით, ქვეყნის სიყვარულით, წესრიგით, კონკრეტულობით და რეალური ამოცანებით, გუნდურობით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სიამოვნებით. ჩვენ უნდა ავიკაპიწოთ ხელი, ზოგ შემთხვევაში თავიდან უნდა ვისწავლოთ საქმე.

ჩვენ ვართ ტრადიციული ქვეყანა, რომელიც გვჯერა, რომ ღმერთის ნაჩუქარია, რომელიც ხელგაწვდილი არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა გადავაქციოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო.” -განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარტიის წესდების წარდგენის დროს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved