• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ვერ მოისმინა მრევლმა საშობაო ეპისტოლე და როდის გამოქვეყნდება ის?

ალია ავტორი - ალია
13:56 01-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

პირველად 43 წლის განმავლობაში საქართველოს კათალისკოს პატრიარქმა არ გამოსცა საშობაო ეპისტოლე, მიმართვა, რომელსაც მრევლი მთელი წელი ელოდებოდა. 

“მთავარის” ინფორმაციით, თავდაპირველად ეპისტოლეს სამი ვერსია არსებობდა, მასზე პატრიარქის მითითებით სპეციალური ჯგუფი მუშაობდა. ეპისტოლეს საბოლოო ვერსიაში პატრიარქმა ჯგუფს ერთერთ ეპიზოდზე შინაარსის შეცვლა დაავალა, ეს ცვლილება ტექნიკურად ვეღარ მოესწრო, რადგან ჩვენი ინფორმაციით, პატრიარქის მდივან რეფერანტს გუშინ გვიან ღამით კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ტექნიკურად ვეღარ მოხერხდა ამ შინაარსის შეცვლა. უცნობია, რაზე იყო მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა.

ეპისტოლეს წაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა, პატრიარქის დავალებით მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა. 

მღვდელმთავრები კი, ასე გამოეხმაურნენ კითხვას – თუ რატომ არ წაიკითხა პატრიარქმა ეპისტოლე?

  • “პატრიარქმაც საჭიროდ ჩათვალა, რომ იოანე ოპროპირის ქადაგება მოგვესმინა. პერიოდულად, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ხდება”, – ამბობს ერთერთი მღველმთავარი. 
  • “ხომ წაიკითხა მეუფე დანიელმა იოანე პქროპირის სიტყვა. არ ვიცი ვერ გეტყვით, იოანე ოქროპირის სიტყვა წაიკითხა მეუფე დანიელმა, საშობაო. არ ვიცი ვერ გეტყვით… როგორ არ აქვს ხალხისთვის სათქმელი, ელაპარაკება სულ, აბა რას შვება?”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

იმედგაცრუებულები არიან თეოლოგებიც, როლებმაც ალტერნატიული ეპისტოლე გამოაქვეყნეს, რომელიც ეხება 2020 წლის აქტუალურ საკითხებს: პოლიტიკას, კორონავირუსის პანდემიას, სოციალურ საკითხებს და ე.წ კარტოგრაფების საქმეს. 

ტრადიციულად, ეპისტოლეში ილია მეორე საუბრობდა ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხებზე, მათ შორის ერის სულიერებაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ.

მოგვიანებით, ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა.

„აუცილებლად გამოქვეყნდება ეპისტოლე დღეს“

თეგები: საქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved