• რეკლამა
  • კონტაქტი
13:56, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბელარუსი ყოფილი მაღალჩინოსანი, სკანდალური აუდიო ჩანაწერის სინამდვილეს ადასტურებს

ალია ავტორი - ალია
17:39 01-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა 2012 წელს გაკეთებული აუდიო ჩანაწერის სინამდვილე, რომელშიც სავარაუდოდ, ლუკაშენკოს რამდენიმე მოწინააღმდეგის გერმანიაში მკვლელობის გეგმაზე საუბრობენ.

იჰარ მაკარმა, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრ-ტერორისტული ქვედანაყოფის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბელარუსის უშიშროების სამსახურის, “კგბ”-ს ყოფილი უმაღლესი ოფიცრის ხმა ისმის – “სრულიად ნამდვილია”.

მაკარმა “რადიო თავისუფლების” რუსულენოვან მედია ქსელ “მიმდინარე დროს”, რომელიც “ამერიკის ხმასთან” თანამშრომლობით მაუწყებლობს, უთხრა: “მაქვს იმის 100 პროცენტიანი მტკიცებულება, რომ ჩანაწერი ნამდვილია. პირველ რიგში, ჩანაწერმა გაიარა აუდიო ექსპერტიზა, მეორე, ჩემი ანონიმური წყარო, რომელიც უშუალოდ ესაუბრა იმ პირებს, ვისი ხმაც ამ ჩანაწერში ისმის, რომელმაც ჩაწერილი საუბრის ყველა დეტალი იცის და სასამართლოში ჩვენების მიცემა შეუძლია.

ინტერნეტ გამოცემა “იუობსერვერმა” 4 იანვარს გამოაქვეყნა ჩანაწერის დეტალები და განაცხადა, რომ ის იყო 2012 წელს, ბელარუსის “კგბ”-ს მიერ გეგმების განხილვა, მოეკლათ ლუკაშენკოს ოთხი მოწინააღმდეგე.

ახალი სამხილები გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ლუკაშენკო, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წლიდანაა, უკვე თვეების განმავლობაში, მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული პროტესტების წინაშეა. პროტესტები 2020 წლის აგვისტოში გამართული საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.

ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარებაზე უარს ამბობენ და მის და ბელარუსის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

მაკარმა “მიმდინარე დროს” უთხრა, რომ აუდიო ჩანაწერის ასლი “იუობსერვერს” მან მიაწოდა და ჩანაწერში არსებული ხმა, ბელარუსის “კგბ”-ს მაშინდელ თავმჯდომარეს, ვაძიმ ზაიცაუს ეკუთვნის.

ითქვა, რომ ჩანაწერში ზაიცაუ თათბირს უტარებს “კგბ”-ს საგანგებო ელიტურ კონტრ-ტერორისტულ ქვედანაყოფ – “ალფა ჯგუფს”. საუბარი ეხება იმ დროს გერმანიაში მცხოვრებ, ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე სამი პირის მკვლელობებს. ისინი არიან: ალეჰ ალკეიუ – ციხის ყოფილი დირექტორი, ულაძიმერ ბარადაში – პოლიციის სპეც-რაზმის ყოფილი მეთაური და ვიაჩასლაუ დუდკინი – ანტი-კორუფციული პოლიციის ყოფილი უფროსი.

ჩანაწერი ასევე შეიცავს ლუკაშენკოს კრიტიკოსის, ბელარუსული წარმოშობის რუსი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის მკვლელობაზე მსჯელობას.

ალკეიუზე, ბარადაშზე და დუდკინზე თავდასხმა არ მომხდარა, მაგრამ, ანგარიშის თანახმად, გეგმის განხილვისას, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მასალების და საწამლავების გამოყენებაზე მსჯელობდნენ.

მოგვიანებით, 2016 წელს, შერემეტი კიევში, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პოლიციამ 4 იანვარს განაცხადა, რომ ახალ დოკუმენებს და ჩანაწერებს იკვლევს და მათი დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს ეჭვი იმაზე, რომ შერემეტის სიკვდილში ბელარუსის “კგბ” იყო ჩარეული.

უკრაინაში, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი უკრაინელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლებამ მკვლელობის დამკვეთი ვერ დაადგინა. ეჭვმიტანილები დანაშაულს არ აღიარებენ.

მაკარმა თქვა: “ჩანაწერი ჩემი ანონიმური წყაროსგან 2012 წელს მივიღე. ამ ჩანაწერით მაშინვე არაფრის გაკეთება არ მიცდია, რადგან იმ დროს ბელარუსში ვითარების შეცვლა შეუძლებელი იყო. რამე რომ გამეკეთებინა, მეტი ალბათობით ჩემი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოოდა. თუმცა, ჩანაწერში ჩემი ახლო მეგობრის, ალეჰ ალკეიუს სახელი მოვისმინე და ამის გამო დახმარებისთვის შეერთებულ შტატებს მივმართე. რამდენადაც მაშინ გავიგე, შეერთებულმა შტატებმა დახმარება გაუწია, რადგან გერმანიის პოლიციამ ალკეიუს მცველები შესთავაზა და გააფრთხილა გერმანია არ დაეტოვებინა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.”

მაკარის თანახმად, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა, იმ დროს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს, რომ იცოდნენ მინსკის გეგმების შესახებ, საზღვარგარეთ მყოფი ლუკაშენკოს ოპონენტები მოეკლა და ბელარუსის ხელისუფლებას დაჟინებით ურჩიეს, ამაზე ხელი აეღო.

მაკარმა თქვა, რომ ამის შემდეგ ლუკაშენკომ ზაიცაუ თანამდებობიდან მოხსნა.

მან ასევე თქვა, რომ აქვს მტკიცებულება მინსკის გეგმების შესახებ, მოაწყოს ლუკაშენკოს ხმამაღალი კრიტიკოსის, რუსი პოლიტიკური მიმომხილველის, ანდრეი სუზდალცევის მკვლელობა, რომელიც 2006 წელს “პრესონა ნონ გრატად” გამოაცხადეს და ბელარუსიდან გააძევეს.

მაკარმა თქვა, რომ ჩანაწერში სუზდალცევის მკვლელობის გეგმაზე საუბარი არ არის, თუმცა მის წყაროს შეუძლია სასამართლოში ჩვენება მისცეს და ეს დაადასტუროს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საქმეზე რეაგირებას მოახდენს. რეაგირებას მოახდენს მსოფლიო საზოგადოება, განსაკუთრებით ევროპა და ამერიკა. “ვფიქრობ, შევძლებთ ჩვენს სამშობლოში, ბელარუსში ამ დიქტატორული რეჟიმის დამარცხებას” – თქვა მაკარმა. მან იქვე დაამატა, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეეცდებიან საქმე ჰააგის სასამართლოში მიიტანონ.

“იუობსერვერის” მასალაში ნათქვამია, რომ ექსპერტმა ნატოს ქვეყნიდან ინერნეტ-გამოცემას დაუდასტურა, რო ჩანაწერში არსებული ხმა ზაიაცუს ხმას ძალიან ჰგავდა.

ნატოს წევრი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის კონტაქტმა, რომელიც ზაიაცუს იცნობს და გამოცემის თხოვნით აუდიო ჩანაწერი შეამოწმა, თქვა: “იგივე კაცის ხმას ჰგავს”.

ალკეიუმ დაწერა წიგნი სათაურით: “მსროლელი ბრიგადა”, რომელშიც ლუკაშენკოს “დამსჯელი ქვედანაყოფების” დეტალები გაამხილა. მან “რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას” ასევე უთხრა, რომ 2012 წელს, მას ბერლინში პოლიციამ მცველების მიჩენა შესთავაზა და უთხრეს რომ ჰქონდათ ინფორმაცია ბელარუსის “კგბ”-ს მიერ მისი მოკვლის შესაძლო გეგმის შესახებ. ალკეიუს თანახმად, ლუკაშენკოს რეჟიმს შეეძლო სამიზნედ მისი შერჩევა, რადგან ის 1999-2000 წლებში, რამდენიმე პოლიტიკური ფიგურის გაუჩინარების საქმეში საკვანძო მოწმე იყო.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ბელორუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved