• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ალია ავტორი - ალია
18:18 01-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომში, შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის სასამართლო გაიმართა, სადაც მოსამართლემ დაკავებული პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა 62 წლის ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა, – ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა დანა, ასევე აღმოჩენილია სისხლის ლაქები, მოკლულის ტანისამოსი, რომელზეც ასევე სისხლის ლაქებია და დაზიანებულია,“-აღნიშნა ბრალდების მხარემ.

მათივე განმარტებით, არსებობს, მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაჭერის და ჩხრეკის ოქმები. გარდა ამისა, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო პროცედურები. ბრალდების მხარის თქმით, დაკავებული აუცილებლად პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, მით უმეტეს, რომ ბრალდებულს საზღვრის კვეთები უფიქსირდება და ასევე საზღვარგარეთ ბინადრობის უფლებაც აქვს.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილ რიგ ბრალდებებს არ ეთანხმება დაკავებულის ადვოკატი, ეკა აბაშიძე. მან საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყო დაზარალებული და ამას მოწმობს, გასულ წელს მომხდარი ფაქტი, რომელშიც გარდაცვლილს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა და სადაც დაზარალებული მისივე დედა იყო, მიუხედავად ამისა დედამ შვილს 5000 ლარი გირაო გადაუხადა. მანვე სასამართლოს სამედიცინო დოკუმენტები გადასცა, რომელითაც ირკვევა, რომ მოკლულს რიგი დაავადებები ჰქონდა, ასევე იყო ფსიქო-ემოციურად გაუწონასწორებელი. საზღვარგარეთიდან კი დედა სწორედ, შვილის მისახედად და სამკურნალოდ ჩამოვიდა. ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარმოთქმულ აზრს, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენები, რადგან აბაშიძის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს სახლში, იმ კონკრეტულ ოთახში მხოლოდ დედა და შვილი იმყოფებოდნენ. იგი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.

პროცესზე რამდენი სიტყვა წარმოთქვა დაკავებულმა. მისი თქმით ეს არ იყო განზრახ მკვლელობა.

„არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდა, თითქოს სიზმარში ვარ და ველი რომ ამ სიზმრიდან გამოვალ. ციხეში თუ არ ვიქნები და გამათავისუფლებენ, მე მონასტერში წავალ და აღკვეთილი ვიქნები“-თქვა ბრალდებულმა.

აბაშიძემ თქვა, რომ არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მიმალვის საშიშროება. მან შესთავაზა სასამართლოს რომ ამ საქმის მიმდინარეობის პერიოდში ბრალდებულს ჩამოერთვას საერთაშორისო პასპორტი და ბინადრობის უფლებაც. მიუხედავად ამისა, მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

„დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო თვლის რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება,“-განმარტა მოსამართლემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved