• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხნო, შვილები ნათხოვარი გყავთ?! გინდ თვალი გამოუთხრიათ და გინდ ხელი მოგლეჯიათ?! ჩემი თვალით ვუყურე…”

ალია ავტორი - ალია
01:12 01-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეკო ნ. წერს:

“ოცდათერთმეტში ჩემი თვალით რასაც ვუყურე…

საყოველთაო მილოცვების და პოზიტივის ფონზე აღარ დავპოსტე, მაგრამ ლინკებს ვნახულობ უკვე რამდენი მოხვდა დამწვრობის ცენტრში და დავწერ:

სამზარეულოში ვიყავი. ორას ოთხმოცდაჩვიდმეტჯერ რომ ააფეთქეს პეტარდა კი არა და ლიმონკა, დავინტერესდი ვინ გამოგვიცხადა ომი… ვხედავ 5 ბავშვისგან შემდგარი “ბანდა” და ყველაზე უფროსი ნუ მაქსიმუმ 10 წლის, ეგაც მაქსიმუმ, უფრო 8 წლის…

ახლა უკვე რასაც მე ვუყურე: გადააგდეს მორიგი ლიმონკა და ელოდებიან აფეთქებას. არ აფეთქდა და ყველაზე პატარა გოგო (5-6 წლის) გაემართა ყოჩაღად მიზეზის გასარკვევად. კიდევ კარგი, ვიდრე მივიდა იქამდე, ამოვარდა ცეცხლი და მოკურცხლა უკან და კარგადაც ბუთქა. ისროლეს კიდევ.. ისევ არ აფეთქდა. ამჯერად ყველა ერთად გაეშურა, ხელშიც აიღეს და კარგადაც ჩაიჭყიტეს კოლექტიურად რატომ არ აფეთქდა რომ გაეგოთ. არადა სულ ერთი წუთის წინ თვითონ ნახეს გვიან რომ აფეთქდა.

კი გადავდექი და ვუყვიროდი გადააგდეთ, რას შვებით მეთქი, მაგრამ ან ვერ, ან არ გაიგეს. ნუ მშვიდობიანად დამთავრდა და საერთოდ არ აფეთქდა კიდევ კარგი, ან მე რა უნდა მექნა ამ მეთერთმეტე სართულიდან ისე უცებ… მაგრამ ხალხნო, შვილები ნათხოვარი გყავთ?! ოღონდ სახლში არ შეგაწუხონ და გინდ თვალი გამოუთხრიათ და გინდ ხელი მოგლეჯიათ?! არ ღირს ისეთი იაფი ის პიროტექნიკა რომ გადაჟმოტილი ფულით ჩუმად იყიდონ ბავშვებმა! ის რომ აფეთქებულიყო დახოცავდა ყველას, თავები ჰქონდათ მიდებული და შიგ იყურებოდნენ, თვალებს მაინც დათხრიდა!

როგორ ავკრძალავთო, ბიზნესს ხომ არ ჩავუგდებთო, ასე ბრძანეს დეპუტატებმა… მოვაჭრეებსაც და დამწვრობის ცენტრსაც გულისხმობდნენ ეტყობა…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved