საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.
სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ახალი, 2021 წელი მიულოცეს და საჩუქრები – სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები