• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბექაურის უწყების საახალწლო “საჩუქარი” “მთავარს” და “ფორმულას”

ალია ავტორი - ალია
15:38 12-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

კომუნიკაციების კომისიამ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩემი ცოლის დაქალაქების დღის ეთერში გაშვების გამო ფორმულა დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა უცნობია.

ბექაურის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია – სერიალში შეურაცხმყოფელი ლექსიკაა გამოყენებული და დღის ეთერში გავიდა, გარდა ამისა, მათივე თქმით, სერიალს არ აქვს ასაკობრივი ნიშანდება.

საჩივრის ავტორს გიორგი ყიფიანს საფუძვლად მოჰყავს ახლადამოქმედებული “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და ამტკიცებს, რომ “ჩცდ-ს თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცმყოფელ ლექსიკასა და გინებას”.

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე აღნიშნავს, რო ამ კანონის სრულად ამოქმედებით მედიის ცენზურა დაიწყება და შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა კონტენტიც შეზღუდონ.

“ერთის მხრივ, ეს წარმოადგენს პრობლემას შინაარსის მიმართულებით, იმიტომ რომ ესაა მაუწყებლის კონტენტში ჩარევის მცდელობა, მეორეს მხრივ ამას გარკვეული ფინანსური ზეწოლაც მოყვება”, – ამბობს ზუკა გუმბარიძე.

კომუნიკაციების კომისიამ წინასაახალხლო საჩუქარი კიდევ ერთ არხს, “მთავარი არხს” გაუკეთა და “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე სანქცია დააკისრა.

ივანიშვილის გუნდი აცხადებდა, რომ არხმა მათ მეორე ტურის წინ კანონდარღვევით უთხრა უარი უფასო საარჩევნო რგოლების განთავსებაზე.

“გარემოებების გათვალისწინებით, რადგან სხვა არხები აძლევდნენ პარტიებს უფასო დროს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამის გათვალისწინებით პარტიები არ იქნებოდნენ მძიმე მდგომარეობაში… ამ დროში ცესკოს ფასიან რეკლამაზეც კი ვთქვით უარი – ესეც ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში… სიჩუმე ავირჩიეთ პროტესტის ფორმად და ვფიქრობთ, რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში”, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ კანონდარღვევა ცალსახაა:

“მგონი, სადავო არაფერია. დარღვევა სახეზეა. ნებისმიერი ეროვნულ მაუწყებელს აქვს ვალდებულება უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების. განხილვის შედეგად ახალი არაფერი თქმულა”.

აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ “მთავარი არხიდან” რეკლამის განთავსებაზე უარის მიღებიდან მხოლოდ 1 თვის თავზე გაასაჩივრა, მაშინ როცა უკვე შეუძლებელი იყო დარღვევის გამოსწორება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved