• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გამდიდრდა პანდემიის დროს, რატომ გაქრნენ ტერორისტული ორგანიზაციები და ვის ვატყუებთ ჩაკეტვებით? – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
00:24 12-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

„ალიას“ ესაუბრება ჟურნალისტი, ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი ლალი მოროშკინა.

– სოციალურ ქსელში 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი დაანონსეთ, წერთ, რომ ახალ შტამზე და მის სწრაფ გავრცელებაზე საუბარი, სწორედ ამის ნიშანია. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

– შევხედოთ ყველაფერს გლობალურ ჭრილში, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იგივეს, რასაც აკეთებს მსოფლიოში ყველა ხელისუფლება. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ვამბობთ საქართველს და ვგულისხმობთ საფრანგეთს, ინგლისს, ავსტრიას და ა.შ. ორად ორი ქვეყანა, რომელმაც არ დაიცვა კოვიდისტების დადგენილი ნორმები, შვედეთი და ბელორუსიაა და ორივე ქვეყანაში გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე სხვაგან. ჩვენ ვექვემდებარებით იმ საერთო წესებს, რომლებიც დააწესეს გლობალისტებმა. სად გაქრა ის ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ლამის ერთი საუკუნეა ასე აჯანჯღარებენ მსოფლიოს? თალიბები, ალქაიდა, სად არიან? როცა ამ კითხვას ვსვამ, პასუხი არის ასეთი – არ არიან! არსად არ არიან, ხმას არ იღებენ. თურმე, აქამდე მოქმედებდნენ იმ ადამიანების დაკვეთით, რომლებსაც მოვიხსენიებდით ამა ქვეყნის ძლიერებად, რომლებმაც იფიქრეს, რომ არ არი საკმარისი 2 ცათამბჯენის აფეთქება, ბავშვების დახოცვა სკოლაში. გაცილებით „ჭკვიანური“ ნაბიჯი შეიძლება გადადგა და სულ არ გჭირდება ტერორისტული ორგანიზაციები, შეგიძლია გამოაცხადო ბიოლოგიური ომი. ტერორისტული ორგანიზაციები უმუშევრად დატოვეს ბიოქიმიკოსებმა. სუფთა ჰაერზე მოდის ადამიანი და ცხვირი  აქვს პირბადეში. მე ამ ადამიანს კი არ ვერჩი, ეს მისი  მოქალაქეობრივი პოზიციაა და თან ეშინია, რომ დააჯარიმებენ 20 ლარით, მაგრამ ეს არის კაცობრიობის წინაშე დიდი დანაშაული, როცა ადამიანს ღია სივრცეში აიძულებ მისივე ამოსუნთქული ნახშიროჟანგი ჩაისუნთქოს და არ ისუნთქოს ჰაერი. როდესაც ადამიანი ცუდად არის, მას პარკში ასუნთქებენ, რომ ნახშიროჟანგი შეისუნთქოს, რადგან ეს გარკვეულ ქიმიურ ძვრებს იწვევს ორგანიზმში. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ მუდმივად ისუნთქე შენივე ამოსუნთქული ნახშიროჟანგი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უზღუდავ ჟანგბადის მიწოდებას უჯრედებში. მორჩა, ეს არის ორგანიზმის კოლაფსი. მიზანი მიღწეულია, აღარავის ჭირდება ტერორისტული ორგანიზაციები, გაცილებით კარგად იმუშავა ბიოქიმიურმა აფეთქებამ… ამას დამატებული საერთო ისტერია.  ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ უხანის ვიდეოები დადგმული იყო, სადაც ვითომ გული მისდიოდათ ადამიანებს  ქუჩაში… აგერ, რამდენმა ათასმა გადაიტანა ვირუსი, მაგრამ ქუჩაში გული არავის წასვლია…. გამოყარეს გარეთ შტამი, რომელიც უკვე არსებობდა, თან დაურთეს ეს ვიდეოები და მორჩა. საოცარი სულელური ინფორმაცია მოვისმინე, თურმე 20 შემთხვევა ყოფილა ჩინეთში კორონავირუსის. მრავალმილიარდიან ჩინეთში თუ 20 კაცს აქვს გრიპი, ამაზე საუბარიც კი სასაცილოა. კაცობრიობა ისე დაზომბირდა, რომ განადგურების გზაზეა. ძალიან ბევრი ადამიანი უარს ამბობს ეკლესიაში მისვლაზე, უარს ამბობს წირვაზე დასწრებაზე, უარს ამბობს ზიარებაზე, ეს ზუსტად ვიცი, როგორც ჩახედული ადამიანი, ისე ვამბობ.

– ეკლესიამაც შეიცვალა ამ კუთხით პოზიცია.

– არა, ეკლესიას ნუ ვიტყვით, ცალკეულმა მღვდელმსახურებმა, ერშიც და ბერშიც ერთნაირად არის გადალაგებული სიკეთე და ბოროტება.  ქურდს და ბოროტმოქმედს შეიძლება ჰქონდეს ღვთიური სხივი და შეიძლება ვითომ ღვთისმოსავი ადამიანი რეალურად საშინელ ბოროტებას ატარებდეს. როგორც პატარა ქვეყანას, შეგვეძლო წყნარად გადაგვეარა ეს კრიზისი და თავი არ წამოგვეყო, არ მოგვეთხოვა ბევრი გრანტი… იმისთვის, რომ „ევექსის“ კლინიკები გამსხვილდნენ, მე, ჩვეულებრივი  მოქალაქე, არ უნდა ვიყო ასეთ მდგომარეობაში, იმისთვის, რომ ვიღაცების შვილები პარლამენტში მოხვდნენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები წნეხის ქვეშ არ უნდა იყვნენ, ლუგარის ლაბორატორია აგერ აეროპორტის გზაზეა და იქ მთელი ქალაქი გაშენდა, ჩვეულებრივი ადამიანი თავის ჯიბეზე არ უნდა გრძნობდეს, რომ ვიღაცა ვითარდება მის ხარჯზე. ჩვენ ხომ მივხვდით, რაოდენ სასაცილო ყოფილა, როდესაც ერთი ადამიანის გულისთვის სოფლებს კეტავდნენ, მარნეულში, სვანეთში. რამდენად უვიცები იყვნენ და რამდენად უვიცი მიდგომა ჰქონდათ. ხალხს მაშინ დაუფუჭდა მოსავალი, რომელიც უნდა გაეყიდათ… ადამიანებს გამოაცალეს რწმენა, გამოაცალეს მატერიალური თუ რამე სარჩო-საბადებელი ჰქონდა. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს აქვს საბანკო ვალდებულებაო, გამოცხადდა. ეს რას ნიშნავს, იცით? ჩვენი ბანკები ხომ ინგლისის საფონდო ბირჟას წარმოადგენენ და ჩვენ ინგლისს ვუხდით ფულს. აღმოჩნდა, რომ რეალურად არაფერი გაგვაჩნია. ახლა ქვეყნის 80 პროცენტი არის ინგლისის მოვალე, რადგან ჩვენი ბანკების წარმომადგენლობითი ნაწილი ინგლისშია. მძიმე გრიპი ჩემ ირგვლი ბევრს ჰქონდა, მეც გადავიტანე, მაგრამ აქედან არ უნდა შექმნა აჟიოტაჟი, არ იყო საჭირო ტესტებით სირბილი და ჩვენ ვნახეთ ვაშლს და ბანანს რომ აუღო ტესტი, იქაც იძლევა დადებით პასუხს. არასწორად წავიდა რაღაცები, ამერიკაში რომ შიდა ომია, რატომ არავინ ამბობს? თან ეს ომი, უფრო და უფრო მაშტაბური ხდება. რეალურად, ტრამპი დაუპირისპირდა ჯანმოს, რა არ ეძახა, დაფინანსება შეუწყვიტა, ჯანმოს უნდა გაერიდოთო, გვირჩია, ჩვენ, ვინც ვიძახით, რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, უცებ ვამბობთ, რომ აი, ჯანმო ჩვენთვის არის მანათობელი ვარსკვლავი. სად ვართ, ვისთან ვართ, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ვის ხუშტურზე დავდივართ? ჩაკეტვებს რა უნდა მოეტანა? გაგანია ჩაკეტვის დროს პოლიციელმა ქეიფის დროს მოკლა საავადმყოფოს დირექტორი, ხო? ასე ქეიფობენ ყველა რეგიონში, ყველა სოფელში, ვის ვატყუებთ, ვის? ყველა ჩინოვნიკი ქეიფობს, ყველა პოლიციელი დადის ერთმანეთთან სტუმრად! რეალურად, მართლაც რომ ყოფილიყო ძალიან გადამდები ეს შტამი, დღეს ცოცხალი ადამიანი არ უნდა არსებობდეს და პირველ რიგში მე ვიქნებოდი, ალბათ, ამ სიაში, არ დამიტოვებია, სოფელი, რაიონი, სკოლა, სააავადმყოფო, სადაც არ მივედი, ვიღაცა არ ვინახულე. მინდა ვაჩვენო მაგალითი ადამიანებს. ჩემ წინ აზიარეს ძალიან მძიმე ავადმყოფი ბავშვი, ძალიან მძიმე დღეში იყო, რომ მოიყვანეს ტაძარში და ზუსტად მისი კოვზით ვეზიარე შემდეგ და ერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი, ვეზიარო, თუ არა, იგივე კოვზით. ეს მოხდა 1 კვირის წინ.

– წინა ინტერვიუს დროს, გვითხარით, რომ 2021 წელი იქნება გადატვირთვის, რესტარტის წელი. ახლა როცა ვირუსის ახალ შტამზე დაიწყეს საუბარი, შტამზე რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება და ბავშვებისთვისაც სახიფათოაო, გვითხრეს, იგივეს ფიქრობთ? არის რესტარის წელი 2021?

– დიახ, კარგად ვერ შეაშინეს კაცობრიობა და დაიწყეს ახალ შტამზე საუბარი, ბავშვები ჩართეს ახლა. სადაც არის ბოროტება, იქვე არის ღმერთიც. ეს უნდა ვიცოდეთ. ეს არის გამოცდის წელი. ჩემთვის 2020 არის ყველაზე კარგი და სასურველი წელია. მე შევამოწმე რწმენა ჩემში, 51 წლის გავხდი და ჩემ თავს დავუსვი შეკითხვა, რისი უფრო გეშინია? და მივხვდი, რომ ღმერთის გარეშე დარჩენის უფრო მეშინია, ვიდრე ავადმყოფობის. პირველად ჩემ ცხოვრებაში აღდგომას ფეხით შორს წავედი მონასტერში და აღარ გამომიტოვებია არც ერთი დღესასწაული. მივხვდი, რომ ახლა სჭირდება ღმერთს ჯარისკაცები, რომლებიც ეტყვიან, რაც იქნება იქნება, ერთხელ ვცოცხლობ, ერთხელ მოვკვდები. კი, ბოროტის ხელი ურევია, მაგრამ ჩვენ ვაქციოთ სიკეთედ, გამოცდის წელად. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ის ქართელები ვართ, რომლებმაც ხატს არ გადავაბიჯეთ, დღეს რამდენი არ გადააბიჯებდა?  პრაქტიკულად ყველამ გადააბიჯა, რადგან ეკლესიაში არ მისვლა, ხატზე გადაბიჯებაა. რესტარტია, დიახ. ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი, მშიშარას – მშიშარა, მხდალს – მხდალი, ვაჟკაცს – ვაჟკაცი, გამტანს – გამტანი, ამტანს – ამტანი. ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გვეგონა, რომ რაღაცას წარმოადგენდა, გამოჩნდა, ვინ არის, ვინ როგორ იტყუებოდა, ვინ სად „მიქარა“. მე ამ გადმოსახედიდან უკვე შემიძლია ვისაუბრო, ვინ გამდიდრდა, ვინ მიიღო სარგებელი და ვის ხარჯზე.

– ვინ გამდიდრდა?

– გამდიდრდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს ახვევენ საშიშროებას ხალხს კვაზი მეთოდიკით. იყო ქოლერა და ერი ებრძოდა ქოლერას. აქ, შენ თან პანდემიას ებრვი და თან შენ ანგარიშებზე ფული იზრდება, თან შენი შვილი გინდა პარლამენტში იყოს, თან კლინიკებს და სადაზღვევო კომპანიებს აათმაგებ და აასმაგებ… არ მინდა სახელები და გვარები, ყველამ კარგად იცის ჩვენი დროის ე.წ. გმირები!

– ორშაბათობით, ახალ ინფიცირებულთა რიცხვი მცირეა, შედარებით, რაც როგორც გვეუბნებიან, შაბათ-კვირას მცირე მიმართვიანობის გამოა, ხოდა, ყოველ ორშაბათს, ცალკე გამყრელიძე, ცალკე იმნაძე ათჯერ მაინც გვიმეორებს, არ დაშვიდდეთ, ეს არ არის სიმშვიდის საფუძველიო! არადა, თავიდან, რომ გეკითხა, პანიკა კლავდა. ახლა არ კლავს პანიკა?

– ჩემმა მოძღვარმა ფანტასტიური სიტყვები მითხრა:- არასოდეს მოუსმინო ადამიანს, რომელიც კატეგორიული ტონით გელაპარაკება! თითის ქნევით და კატეგორიული ტონით როდესაც ლაპარაკობს ადამიანი,  როდესაც გადადის ხელის ქნევაზე, ლანძღვაზე, შეშინებაზე, კუბოებზე, ოჯახის წვერები მოგიკვდებათ ძახილზე, ესე იგი, თავად არ არის დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობს. სიკვდილი ყოველთვის დადის სიცოცხლესთან ერთად, ეს არ არის ახალი ამბავი. დიახ. ბევრი სიცოცხლე წაიღო ამ წელმა, ისევე როგორც ყველა სხვა წელმა. არც ერთი ადამიანით არ გაზრდილა სტატისტიკა. უბრალოდ, როცა ეს შიშის ფონზე ხდება, უფრო თვალში მოსახვედრია. თან ძალიან ცუდ როლს ასრულებს სოციალური ქსელი, რომელიც ჩვეულებრივ ნეკროლოგად იქცა. ასტროლოგები, უფოლოგები გვეუბნებიან, რომ 20-21 არის მაღალი სიხშირის წელი, დედამიწა გადავიდა ახალ სიხშირეზე, თუ შენში დაისადგურა ბოროტმა, ამ წელს ვერ გადაიტან, ვერც შემდეგ წელს, ცხადია. თვითლიკვიდაციის პროგრამა ჩართული აქვთ და ეტყობათ სახეებზე. ჩემთვის მარტივად ამოსაცნობია ადამიანი, რომელსაც თვითლიკვიდაცია ჩაერთო და მას კოვიდი მოკლავს, თუ თირკმელში კენჭის გავლა, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ფაქტია, რომ ის ამ წელს ვერ გადაიტანს.

– 3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე, სხვა ქვეყნების ქცევის მაგალითზე საუბრობთ? რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში?

– საშინელებაა, რაც ლონდონში ხდება. გადაწყვიტეს, ყველაზე მკაცრი ზომების შემოღება, გამოვიდა ხალხი, გააპროტესტა, დედას აგინებდნენ დედოფალს. გამოვიდა შემდეგ დედოფალი და ტონი შეარბილა. იგივე მოხდა დანიაში, საფრანგეთი რევოლუციურად განწყობილი ქვეყანაა და არაფერი გამოუვიდათ. ყველა ქვეყანაში შეეცადნენ სრულ ჩაკეტვას, მაგრამ უმეტესად ხალხმა არ მისცა უფლება. სამწუხაროდ, ჩვენთან, წარმოუდგენელი მარაზმია, ამ საათიდან ამ საათამდე არ შეიძლება გარეთ გასვლა და ვერავინ ამბობს, რას ემსახურება ეს აკრძალვა. ხომ ვიცით, ვისაც ქეიფი უნდა, მაინც ქეიფობს და ღამეც რჩება იქ. მკვლელობაც ქეიფს მერე მოხდა ორი დღის წინ. მაინცდამაინც მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ დავინახოთ, რომელ ოჯახში ჭახუნდება ჭიქა? ჩემთან ყოველ დღე იშლება სუფრა ბოლო 9 თვის განმავლობაში. რაც დაიწყო ეს ამბავი, ჩემმა ძმამ თქვა, ადრე თუ არ ვიკრიბებოდით ყოველ დღე, დღეიდან ყოველ დღე ვიკრიბებით, დიდიან, პატარაინადო. ეს თვეები ყველა ერთად ვართ. დედა არც ერთი წუთი არ ჩაგვიკეტავს, ყოველ დღე სეირნობს. დედას ყველა მეგობარს დაემართა რაღაცა და დედაჩემს – არა. რაც შეეხება 3 იანვრის ჩაკეტვას, თუ გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, არ ჩაიკეტება, ერთგვარი ტესტირება მიდის, ვინ როგორ დახრის თავს. სადაც ქართველებმა პირი აიკრეს და ღია სივრცეში ატარებენ პირბადეს და ბაკურიანი და გუდაური არ გაიხსნა, სამწუხაროდ, ყველაფერს მოველი უკვე. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავედით შემდეგ ტურში! დაავადებები იყო, არის და იქნება და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი  სიმსივნით დაავადებული ვეღარ იძახებს სასწრაფოს, ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანი, ვეღარ იღებს სამედიცინო დახმარებას, შეირყა სისტემა, გაგიჟდა მხოლოდ კოვიდზე, ამ ხელოვნურად გაცოცხლებულ შტამზე, რომელიც წლობით არსებობდა და ინახებოდა ლაბორატორიაში. დავიწყე ტერორიზმით და მინდა ვთქვა, დღეს ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოში არის ჩინეთი. ეს არის ჩინეთის გამოცხადებული ბიოლოგიური ომი. ამაზე ლაპარაკობს ტრამპი, ამაზე საუბრობენ მოაზროვნე ადამიანები. გეითსები, რომლებიც არიან ვაქცინის ლობისტები, ასევე პირდაპირი ლობისტები არიან ჩინეთის, ეს არ არის დამალული, ფაქტია. ვნახოთ, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას. ჩვენ თვალწინ დაიშალა დემოკრატიის შუქურა ამერიკა, აგერ მერამდენე კვირაა პრეზიდენტი ვერ დაასახელეს და ინაუგურაცია ვერ ჩატარდა. ჩინეთი ებრძვის ამერიკას და ებრძვის მთელ მსოფლიოს. ჩინეთს ლობირებს ჯანმო. რა წუთშიც შეწყვიტა ამერიკამ ჯანმოს დაფინანსება, ჩინეთმა განაახლა. ამას ხომ უნდა დაფიქრება? არავის უნდა ფესვში ყურება, ყველას აინტერესებს კენწეროში რა არის და კენწერო მარტივად შეიძლება მოტყდეს, ფესვია მთავარი.

და ბოლოს, ყველას მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუთხრა, იმ შემთხვევაში, თუ გჯერათ, რომ არსებობს ღმერთი, არ დაიჯეროთ, რომ არსებობს ძალა, რომელიც მოგერევათ. 

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved