ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 81 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 81 009 062 შემთხვევა გამოვლინდა, 1 768 798 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 45 838 744 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 19 161 619 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 333 394 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები