• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერიას მივმართავ, გაუუქმეთ ლიცენზია! – რას წერს ამირან სალუქვაძე?

ალია ავტორი - ალია
15:52 12-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ტაქსებზე უნდა ვთქვა, რასაც იმსახურებენ. პირადად იშვიათად მიწევს სარგებლობა, მაგრამ უამრავი ადამიანისგან ვიგებ, თუ როგორ მოუმატეს ფასები პანდემიის და, განსაკუთრებით ახლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების დროს.

საშუალოდ, მარშრუტი თუ ღირდა 8-10 ლარი, ახლი ითხოვენ 14-15-ს, რომელ მარშრუტზეც ადრე ითხოვდნენ 12-14-ს, ახლა ადის 20-მდე. ღამის საათებში საერთოდ თავგასულობაა.

ჩინური სოლიდარობის შესახებ ამ პანდემიის დროს ადრე ბევრჯერ დავწერე. ჩვენ შორს ვართ ასეთი შეგნებისგან და კულტურისგან.

კომპანია მაქსიმმა ოპერატორები სახლში დასვა, უხელფასოდ. ეს ცალკე თემაა. რესტორნებს ცალკე მოვიკითხავ, მიმტანები რომ დაიკიდეს ფეხებზე. გატანაზე ვინც მუშაობს, შეეძლოთ თავიანთი თანამშრომლების მხარდაჭერა.

მერიას მივმართავ. უნდა შეისწავლოთ საკითხი. მარშრუტებზე ტრანსპორტის გაჩერებამდე არსებული ტარიფები მოიკვლიეთ, არაა რთული. გამოაცხადეთ, ვინც ამ ტარიფებს გადააჭარბებს, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მგზავრის მიერ დადასტურებული ჩივილის შემთხვევაში, გაუუქმეთ ლიცენზია.

ისე, ამ თემაზე საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს. გამართლებას, ბენზინი გაძვირდა, ცხოვრება გაჭირდა და სხვა, ვერ მივიღებ! როცა მეტროს და ავტობუსების გაჩერებით სარგებლობ და ფასებს ზრდი, იმ პირობებში, როცა ერთადერთი სახეობის ტრანსპორტი დარჩა, ამორალურია.”

მოგვიანებით, ამირან სალუქვაძემ, სოციალური ქსელიდან წაშალა ეს წერილი.

“მაქსიმი” კი, ამირან სალუქვაძეს ასე პასუხობს:

ბატონო ამირან, სანამ ვინმეს ცილს დასწამებთ და ცრუ ინფორმაციას გაავრცელებთ, დაფიქრდით შედეგზე, ვიმედოვნებთ, რომ განზრახ არ გაგიკეთებიათ!

პოსტის გამოქვეყნებამდე, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა, არ იქნებოდა ურიგო გაგერკვიათ, ჰყავს თუ არა ოპერატორები სერვის „მაქსიმს“. მით უმეტეს, არიან თუ არა ოპერატორები უხელფასო შვებულებაში. ამის შემდეგ დაგეწერათ თქვენი პოზიცია.

ასევე კარგი იქნებოდა თავად შეგესწავლათ, რომელი კატეგორიის ტაქსებმა გააძვირეს მომსახურება.

რაც შეეხება სერვის „მაქსიმის“ ტარიფებს, მარტივად შეგეძლოთ აპლიკაციით ან/და გამოძახების ნომერზე დარეკვით გაგერკვიათ მგზავრობის ტარიფები, რითაც დარწმუნდებოდით, რომ „მაქსიმს“ ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები აქვს.

ჩვენ ვითვალისიწნებთ იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში მოსახლეობას ტაქსით უწევს ყველგან გადაადგილება და ამ გამოწვევას ლოიალური ტარიფების შენარჩუნებით ვპასუხობთ! კარგი იქნება აღიაროთ, რომ თქვენს პოსტში მითითებული ინფორმაცია, რომელიც ეხება სერვის “მაქსიმს”, არის მცდარი, ვინაიდან სერვისმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე შეინარჩუნა მთელი სტაფი, სრულად და დროულად უხდის დასაქმებულებს ხელფასს, იხდის გადასახადებს და მაქსიმალურად იცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა რეგულაციას.

თეგები: ამირან სალუქვაძეთბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved