• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არასდროს დამვიწყებია და სანამ ცოცხალი ვარ არ დამავიწყდება მისი ეს საქციელი“ – რას წერს მაკა რაზმაძე ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

ალია ავტორი - ალია
15:15 12-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალებას და ფოტოს აქვენებს.

„ეს ისტორიული ფოტოა??პირველი არხის მაშინდელი ” ნიუსავიკები” ვართ არასრული შემადგენლობით.საახალწლო გამოშვებაა და ბოლოს ყველა ეთერში შევედით ჯულიეტასთან❤სწორედ ჯულიეტას გამო დავდე ახლა ეს ფოტო…დიდ ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის!…სულ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა ტელევიზიაში.ცხელ წერტილებში დავდიოდი,გადაცემას ვაკეთებდი და ნიუსშიც ვიყავი.თუმცა ჯერ მაინც სრულად ვერ აღვიქვამდი რა არის ტელევიზია.ჯულიეტა ვაშაყმაძეს მხოლოდ ეთერიდან ვიცნობდი და ჩემთვის ტელევიზიის ღმერთი იყო❤ერთხელაც უცებ დერეფანში გამაჩერა,ხელი დამადო მხარზე და მეუბნება: სულ გიყურებ და რა კარგი გოგო ხარ! ნამდვილი ხარ და სულ ასე გააგრძელე,იცოდე ზუსტად ესაა ტელევიზია,ერთ ” ფალშსაც” არ გვაპატიებსო”.გავოგნდი,ემოციისგან ხმა ჩამიწყდა და მხოლოდ უაზროდ ვიღიმებოდი.მან კი გააგრძელა-” იცოდე,შენ წინ ბევრი კარგი გელოდება ,მე კი სულ შენი გულშემატკივარი ვიქნები და შენზე ყველგან კარგს ვიტყვიო” …გადამეხვია,გადამკოცნა და გზა გააგრძელა…მას შემდეგ უამრავჯერ შევხვდით,დავმეგობრდით კიდეც.დამირეკავდა,ამბავს იკითხავდა.მერე უკვე მოგვიანებით მე ვურეკავდი.ბოლოს თვითონ როცა აღარ შეეძლო ტელეფონზე პასუხი-მის მეუღლესთან ვკითხულობდი მის ამბავს….მაგრამ აღარასდროს მიკითხავს რატომ გამაჩერა მაშინ და რატომ მელაპარაკა ისე.ამას მე თვითონ მივხვდი მოგვიანებით და კითხვაც აღარ დამჭირდა.ის უბრალოდ ასეთი იყო-თვითონ იყო ნამდვილი და ვინც მოეწონებოდა,ვის ნამუშევარსაც კარგად ჩათვლიდა-უნდოდა მისთვის გული გაეხარებინა და ეს პირდაპირ ეთქვა❤სხვებივით არ იბოღმებოდა სხვისი წარმატებებით.უხაროდა ახალი თაობების მოსვლა და მათი წარმატებები,უხაროდა ბევრი და კარგი მატება ტელევიზიაში და ამას ღიად გამოხატავდა ყოველთვის.მას ქონდა უნარი როგორი ვარსკვლავიც იყო ტელეეკრანზე,ისეთივე კაშკაშა და ნათელი ვარსკვლავი ყოფილიყო ადამიანებთან ურთიერთობაშიც??ამ დღეებში ბევრს გაიხსენებენ მის შესახებ.ბევრიც დაიწერება მასზე,გაახსენდებათ მისი ფენომენალური მეხსიერება,როცა მხოლოდ ერთი დახედვით დასტა ფურცლებზე ნაწერს იმახსოვრებდა და არასდროს ჩაუხედავს ეთერის დროს ” შპარგალკაში”.გაიხსენებენ როგორი კეთილი იყო,როგორი ხალისიანი და რომ ზამთარშიც კი არასდროს იცვამდა წინდებს….ყველა თავის ჯულიეტას გაიხსენებს და ამით გამოეთხოვება ჩვენს დიდ ლეგენდას,ლეგენდას რომელიც მართლა მთელ ეპოქასთან ასოცირდება…ჩემი ჯულიეტა კი ასეთია-თბილი და საყვარელი❤არასდროს დამვიწყებია და სანამ ცოცხალი ვარ არ დამავიწყდება მისი ეს საქციელი-როცა კაშკაშა ტელევარსკვლავი დამწყებ ჟურნალისტ გოგოსთან მოვიდა და შემაგულიანა-” მე შენი გულშემატკივარი ვარო”…მიყვარს ჩემი წილი ჯულიეტა ვაშაყმაძე❤ნახვამდის კარგო ადამიანო!შეხვედრამდე სხვა სამყაროში!…“ – წერს მაკა რაზმაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved