• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბა 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ალია ავტორი - ალია
13:02 12-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკურსი მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარადგინეს მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე, გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ჰყავს.

საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ:

ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი
მაია ბადრიძე, მთარგმნელი
ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი/მთარგმნელი
ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი
ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი.

საბა 2020-ის ლაურეატები არიან:

1. საუკეთესო რომანი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, ბესო სოლომანაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა);

2. 
საუკეთესო პოეტური კრებული – „სიყვარულის შავი ყუთი 3“, ტარიელ ჭანტურია (კალმოსანი) და „დიდი სმა“, ბესიკ ხარანაული (ინტელექტი);

3. 
საუკეთესო პროზაული კრებული – „გასეირნება დროთა სივრცეში“, მამუკა დოლიძე (ინტელექტი);

4. 
საუკეთესო პიესა – „მარინა რევია“, ალექს ჩიღვინაძე (სამეფო უბნის თეატრი);

5. 
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – „პოეტიკური ჩანაწერები“, რამაზ ჭილაია (პალიტრა L);

6. 
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – „მშვიდობით, ძია გერშვინ“, მაია ცირამუა (წიგნები ბათუმში);

7. 
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, შორენა ლებანიძე (არტანუჯი);

8. 
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თვგადასავალი“, ელზა ახვლედიანი (არტანუჯი);

9. 
ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბათუ დანელია, პოეტი, მთარგნელი.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა – პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved