17 წლის ბიჭის ოჯახი, რომელიც 21 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, შემთხვევის მოტივად შურისძიებას ასახელებს და დამნაშვის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
დაღუპულის ნათესავები ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე არასრულწლოვანის ბიძას 45 წლის კაცთან მაღაზიასთან შელაპარაკება მოუვიდა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევაც მოჰყვა – დამნაშავე მოტოციკლეტით მიმავალ მოზარდს დაეჯახა.
“მაღაზიიდან როცა გამოდიოდნენ, მოხდა კონფლიქტი ბიძაჩემსა და იმ პიროვნებას შორის. კონფლიქტის გასარჩევად გადაინაცვლეს გზის მეორე მხარეს, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და, როგორც ვიცი, რამდენიმე წამით მხოლოდ გაშველებაში იყო ჩართული [მოზარდი]. ბიძაჩემი როცა მიხვდა, რომ ამ ადამიანს დანა ჰქონდა, ჩემს ძმას დაუყვირა, სახლში წასულიყო. შეეჯახა მაღაზიიდან 400 მეტრში, გადმოსახვევში, სახლისკენ. არის 2-ჯერ თუ 3-ჯერ ნასამართლევი”, – ამბობს დაღუპულის ძმა, ნიკა აღდგომელაძე.
გამოძიება დაწყებულია 276-ე და 128-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას.
კომენტარები