ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები აქციას მართავენ – ისინი დახლების დადგმასა და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია მუნიცპალური ინსპექცია, რომელიც მოვაჭრეებს დახლების დადგმის უფლებას არ აძლევს.
გარემოვაჭრეების განცხადებით, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ ოჯახები არჩინონ. ისინი აცხადებენ, რომ ყველანაირი რეგულეციების დაცვით იმუშავებენ, ოღონდ ვაჭრობის უფლება მიიღონ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კომენტარები