• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უსაფრთხო ახალი წელი და აუცილებლად დასაცავი რეკომენდაციები – აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილება

ალია ავტორი - ალია
11:51 12-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ახალი წელი, შეკრებები და სადღესასწაულო ღონისძიებები – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოში უკვე აქტუალურია და კულმინაციას 31 დეკემბრის ღამეს მიაღწევს. თუმცა, ქვეყნის ინფექციონისტები აცხადებენ, რომ უმჯობესია პომპეზური აღნიშვნისგან თავშეკავება, რათა პანდემიის გავრცელება თავიდან ავიცილოთ.

ქართველი კოლეგების მსგავსად ფიქრობენ აშშ-შიც. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ახალი წლის უსაფრთხოდ აღნიშვნასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ხოლო ისინი, ვინც გარეთ გასვლას ან შეკრებას გეგმავენ, სოციალური დისტნაციის, პირბადის ტარების და პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე მიანიშნებენ. ასევე, CDC-იმოსახლეობას სახლში დარჩენის შემთხვევაში სხვადასხვა გასართობ იდეას უზიარებს:

„ახალი წლის აღსანიშნავად ყველაზე უსაფრთხო გზა სახლში დარჩენაა. ეს საუკეთესო გზაა საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. მოგზაურობამ და შეხვედრებმა შესაძლოა, გაზარდონ COVID-19-ის ან გრიპის გავრცელების შანსი“.

CDC-ი მოგზაურობის მსურველებს ურჩევს ვირტუალური შეკრების ორგანიზებას. ასევე, სადღესასწაულო დღეებში გარეთ გასვლისას მინიმუმ ორ ფენიანი პირბადის ტარების რეკომენდაციას იძლევა.

„ატარეთ ნიღაბი ორი ან მეტი ფენით, რათა შეაჩეროთ COVID-19- ის გავრცელება, რომ დაიცვათ სხვები და საკუთარი თავი. ატარეთ ნიღაბი შენობაში და გარეთ. იქონიეთ სათადარიგო ნიღაბი იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნიღაბი დასველდება სუნთქვისას, თოვლის ან წვიმისგან.” – გვირჩევს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ასევე, CDC-ის კიდევ ერთი რეკომენდაცია სოციალური დისტანციის დაცვას უკავშირდება.

დარჩით მინიმუმ 6 მეტრის დაშორებით სხვებისგან, ვისთან ერთადაც არ ცხოვრობთ. გახსოვდეთ, COVID-19-ს იღებთ ან ავრცელებთ, როდესაც სხვა ადამიანებთან სულ 15 წუთს მაინც ატარებთ მჭიდრო კონტაქტში. მოერიდეთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ცუდად ვენტილირებად დახურულ სივრცეებს.

შემდეგი რჩევა პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაა – დაიბანე ხშირად ხელები!

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ყოფნის შემდეგ და ჭამის წინ. დარწმუნდით, რომ ხელები მთლიანად გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით ან ჰაერ საშრობით. თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ ხელის დამანოტივებელი მინიმუმ 60% ალკოჰოლის შემცველობით.

  • მოერიდეთ ნიღბის, თვალების, ცხვირისა და პირის ღრუს შეხებას.
  • ყოველთვის იქონიეთ თან პირბადეები და ხელის დასაბანი საშუალება.
  • თუ მანქანით გადაადგილდებით, თან იქონიეთ საკვები ულუფა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გაჩერება.
  • სახლში დარჩენა და იმ ადამიანებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ ან ახლობლებთან ერთად ონლაინ რეჟიმში აღნიშვნა, წელს ყველაზე უსაფრთხო არჩევანია, არ დაესწროთ წელს დიდ შეკრებებს.

თუ დღესასწაულს მასპინძლობთ:

  • შეზღუდეთ სტუმრების რაოდენობა,
  • თუ შესაძლებელია, ზეიმი ჩაატარეთ გარე სივრცეში,
  • თუ შენობაში შეიკრიბებით, გახსენით ფანჯრები და კარები,
  • აკონტროლეთ სტუმრები ატარონ პირბადეები, როგორც შიგნით, ისე – გარეთ.
  • აკონტროლეთ მუსიკის ხმა, ისე რომ სტუმრებს ყვირილი არ დასჭირდეთ.
  • არაფერი დაშავდება, თუ გადაწყვეტთ შეკრების გადადებას ან გაუქმებას. გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის საუკეთესოა.

თუ შეკრებას დაესწრებით:

  • ატარეთ პირბადე, იქონიეთ ხელის დასაბანი საშუალებები,
  • იქონიეთ თან საკუთარი საკვები, სასმელები და ერთჯერადი თეფშები, ჭიქები და ჭურჭელი.
  • ატარეთ ნიღაბი შენობაში და გარეთ, უსაფრთხოდ შეინახეთ ნიღაბი ჭამის დროს.
  • მოერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ვირუსის მიმდინარეობა და გაართულონ COVID-19,
  • მოერიდეთ ყვირილს და სიმღერას,
    მოერიდეთ ადგილებს, სადაც საჭმელი მზადდება, მაგალითად, სამზარეულო.

გასართობი იდეები

  • დაკავდით ოჯახის წევრებთან ერთად სახალისო თამაშებით,
  • უყურეთ პირდაპირ ეთერში ფეიერვერკს, კონცერტს, ღონისძიებას ან სხვა საახალწლო პროგრამას თქვენივე სახლიდან, მაგალითად Times Square- ის საახალწლო ბურთს. უამრავი ვირტუალური მოვლენები ხდება შეერთებულ შტატებში.
  • იზრუნეთ საკუთარ თავზე და გააკეთეთ ისეთი რამ, რაც მოგეწონებათ, მაგალითად, წიგნის კითხვა ან გასეირნება.
  • აიღეთ სპეციალური კვება ადგილობრივი რესტორნიდან, რათა გაუმასპინძლდეთთქვენს ოჯახს.
  • დაგეგმეთ გარე საქმიანობა იმ ადამიანებთან ერთად, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, როგორიცაა მაგალითად ლაშქრობა,
  • გამოიყენეთ ახალი წლის რეზოლუციები. შეიტყვეთ, აფინანსებს თუ არა თქვენი მშობლიური ქალაქი სოციალურ მედიაში სპეციალურ ღონისძიებას და გააზიარეთთქვენი რეზოლუციები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved