• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის ახალ პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერქმევა

ალია ავტორი - ალია
16:02 12-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერქმევა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს არის ყრილობა, ახალი პარტია ფუძნდება, რომელსაც გირჩი ერქმევა, თუმცა სრული სახელი იქნება განსხვავებული „გირჩი მეტი თავისუფლება“.

„დღეს გვაქვს ყრილობა, სადაც ფორმალური ნაწილი გვაქვს გასავლელი, რათ რეგისტრაცია გავიაროთ, რეგისტრაცია კი გვჭირდება იმისათვის, რომ გვქონდეს ფურცელი, რომელიც შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაგვჭირდება, რომ ფორმალურად პოლიტიკურ პარტიას ცნობდეს სახელმწიფო. შესაბამისად, ამ პროცედურებს გავივლით, ნაწილი არის თავმჯდომარის არჩევა, პოლიტსაბჭოს არჩევა და სარევიზიო კომისიის არჩევა, რასაც კანონი გვავალდებულებს. ეს არჩევნები რეალურად უკვე ჩატარებული გვაქვს ონლაინ, უბრალოდ დღეს ფორმალურად გავაფორმებთ, რომ საბუთები მოვაწესრიგოთ და შევიტანოთ განაცხადი რეესტრში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პარტიის „გირჩი მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე თავად იქნება.

კითხვაზე, რითი იქნება განსხვავებული ეს პარტია, იმ „გირჩისგან“, რომლის წევრიც მანამდე იყო, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს იქნება უფრო გახსნილი, ღია პლატფორმა ხალხისთვის.

„გირჩმა“ რაც შეძლო ბოლო პერიოდში არის ის, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას მოუბრუნდა გული პოლიტიკისკენ და აღარ უყურებენ ისე, რომ პოლიტიკა არის ბინძური, მე მას არ გავეკარები. მათ აქვთ ბევრი ინიციატივები და იდეები, რომლებიც ჩემი აზრით, უნდა სცადონ და ისინი გახდებიან „გირჩის“ ახალი ცნობადი სახეები. ატრიბუტიკა ლოგო და დროშა იგივე გვექნება, საარჩევნო ნომრები რა თქმა უნდა, სხვადასხვა იქნება. ვფიქრობ, „გირჩის“ ამომრჩეველი უპრობლემოდ გაარჩევს, გონიერი ხალხი არიან. დანარჩენი არის პოლიტიკურ კამპანიაზე და აქტივობებზე. დროთა განმავლობაში მგონია, რომ რაღაცას მოვიგონებთ. რაღაცას დაუძახებთ იმათ და რაღაცას დაგვიძახებთ ჩვენ. ლოგოზე და დროშაზე მათ პრეტენზია ვერ ექნებათ, რადგან არც ისინი და არც მე, არ ვაღიარებთ საავტორო უფლებებს და ეგეთ რაღაცებს. შესაბამისად, ასეთებზე ერთმანეთს არავინ ვუჩივით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved