• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი სხვადასხვა

Windows 10-ის ახალი განახლება ისევ სახიფათოა – იხილეთ გამოსწორების გზა

ალია ავტორი - ალია
13:02 02-08-2020
- სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

Windows 10-ის დაუსრულებელი პრობლემები ნელ-ნელა უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. სულ რაღაც ორი კვირის წინ ახალი განახლებით Microsoft-მა მილიონობით მომხმარებელს შეუქმნა პრობლემა, გუშინ კი ახალი განახლება მოვიდა, რომლის დაყენების შემდეგაც თქვენ ინტერნეტთან წვდომას დაკარგავთ. ზოგი მომხმარებელი იმასაც აღნიშნავს, რომ პრობლემები ხმასაც შეექმნა.

Microsoft-მა სულ ახლახანს ახალი განახლება, Windows 10 KB4532695 გამოუშვა, რომელსაც ძიების პრობლემა უნდა აღმოეფხვრა. ეს პროგრამული შეცდომაც სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ვინდოუსის ჩაშენებულ საძიებო სისტემაში უბრალოდ შავი უჯრა ჩანდა და არაფერი სხვა.

განახლების გამოსვლიდან რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ ახალ ვერსიასაც თვალშისაცემი პრობლემები ჰქონდა. იყო ისეთი მძიმე შემთხვევებიც, როდესაც კომპიუტერი საერთოდ აღარც ჩაირთო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თავი ახალმა პრობლემებმაც იჩინა. ზოგიერთი მომხმარებლის მოწყობილობამ ხმა საერთოდ დაკარგა.

როგორც Windows Latest აცხადებს, ერთ-ერთმა მოხმარებელმა ფორუმზე დაიწუწუნა: “შაბათს განახლება დავაყენე და კომპიუტერმა ხმა მომენტალურად დაკარგა”. განახლების შემდეგ Windows 10 დინამიკებს აღარ აღიქვამს.

ასეთ ამბავზე თვალის დახუჭვა კიდევ შეიძლება, გამოსასწორებელი განახლება მალევე მოდის ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემები უფრო ღრმაა — მას შემდეგაც კი, რაც მომხმარებლებმა განახლება უკან დააბრუნეს და ზოგმა ვინდოუსი მთლიანად ხელახლაც კი ჩაწერა, დაზიანებები მაინც დარჩა და არ გამოსწორდა.

ინტერნეტის პრობლემები

კიდევ ერთი, საშინლად შემაწუხებელი პრობლემა ინტერნეტს ეხება. ბოლო განახლების შემდეგ მომხმარებლების დიდი ნაწილი ინტერნეტს უბრალოდ ვეღარ უკავშირდება და, რაც მთავარია, ეს ეხება როგორც სადენიან კავშირს, ასევე Wi-fi-საც.

ადამიანების გარკვეულ ნაწილს ინტერნეტთან სხვანაირი პრობლემა შეექმნა. მათ მოწყობილობებს კავშირის დამყარება არ უჭირთ, თუმცა ინტერნეტის სიჩქარე მკვეთრად ლიმიტირებულია.

ამ პრობლემას ვინდოუსის ჩაშენებული, ავტომატური შეცდომებისა და დეფექტების აღმომფხვრელიც (troubleshooter) კი ვერ შველის — ერთადერთი გზა ბაგის გამოსასწორებლად განახლების წაშლაა.

გამოსწორების გზები

გახსენით Settings, შემდეგ კი “Update & Security”.

გახსნილ ფანჯარაში ვეძებთ “View update History”, შემდეგ “Uninstall updates” და ვირჩევთ KB4532695-ს.

საბედნიეროდ ეს გარკვეულ პრობლემებს გაგისწორებთ, თუმცა თუ კი მაიქროსოფტი ასე გააგრძელებს და მომდევნო განახლებით პრობლემებს ისე ვერ აღმოფხვრის, რომ ახლები არ გაჩნდეს, მაშინ მათ რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგება.

წყარო: techradar

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved