• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სწორედ ამ ვენტილაციის აპარატის გამო, გივი თარგამაძე ბეწვზეა სიკვდილს გადარჩენილი – გიორგი კავკასიძე

ალია ავტორი - ალია
20:58 12-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი, გიორგი კავკასიძე:

-თქვენ დასვით კითხვა, რომელზედაც არავის უპასუხნია, იკითხეთ, ფილტვის ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების რა პროცენტი იღუპება! ეჭვი გაქვთ, რომ ფილტვის ვენტილაციის მართვა უჭირთ? ეს ეჭვი გაამყარა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ სიკვდილიანობა მოიმატებს, რადგან 400-მდე პაციენტი ჰყავს ვენტილაციის აპარატზე! სრულიად უპასუხისმგებლობ, 400 პაციენტის ოჯახს წყალი გადაუწურა და კუბო მოამზადეთო, უთხრა…

-მე არ ვარ ინტენსიურის თერაპიის ან გნებავთ კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი რომ ვიმსჯელო რა კეთდება სწორად და რა – არასწორედ. ამიტომ  დასავლეთის ქვეყნების სტატისტიკას გეტყვით, ამ წლის თებერვალ-მარტ-აპრილში იტალიაში და ჩინეთში ფილტვების ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების 80 პროცენტი ეღუპებოდათ. მერე ისწავლეს ამისი მართვა და დღეს გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში  ფილტვების ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებიდან ეღუპებათ დაახლოებით 10 პროცენტი.

-რა ისწავლეს? რას აკეთებდნენ არასწორად?

-მეც დავინტერესდი მაგით და ნახეთ რაშია საქმე – პრობლემის გადაჭრის გზა აღმოჩნდა მოვლა! გერმანიაში გამოცხადებულია განგაში, არ გვყოფნის ექთნებიო! ექთნები არ გვყოფნის, იცით რას ნიშნავს? ნორმალურ პირობებში ინტენსტიურ განყოფილებაში 1 ექთანი 1 პაციენტს, გერმანიაში კი  განგაში გამოცხადდა – ექთნები არ გვყოფნის რადგან 1 ექთანს 2 პაციენტის მოვლა უწევსო. ჩვენთან, თურმე, 1 ექთანზე საშუალოდ 11 პაციენტი მოდის (!). დასავლეთში – 1 ექთანი უვლის ერთ პაციენტს და ინტენსიურის ერთი ექიმი უვლის დაახლოებით 150-მდე პაციენტს. ინტენსიური განყოფილების  პაციენტების მოვლის ძირითადი ტვირთი ექთნებზეა. ექიმი, როგორც წესი, განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობას და აყენებს პარამეტრებს – დანარჩენი ექთანზეა. სულ რომ გენიოსები იყვნენ ქართველი ექიმები, თუ ექთანს არა აქვს იმის საშუალება, რომ ყოველ 10-15 წუთში პაციენტს მიხედოს და შეამოწმოს მისი სასიცოცხლო ჩვენებები, ასეთი პაციენტი ვერ გადარჩება. მე რაც მესმის ჩემი კოლეგებისგან, (გავიმეორებ, სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს), საქართველოში ვენტალაციაზე მყოფი 10 პაციენტიდან, მინიმუმ 9 კვდება! მაშინ, როდესაც, ევროპულ ქვეყნებში, დღეს 10 ასეთი პაციენტიდან უკვე კვდება უკვე 1,5, იმიტომ რომ  ისწავლეს, როგორ უნდა მოუარონ და მართონ! საქართველოში დღემდე არ ხდება მნიშვნელოვანი ციტოკინის –  ინტერლეიკინი-6 (IL-6)  განსაზღვრა სისხლში. მისი მომატება კოვიდ-19 მძიმე პაციენტებში  მიგანიშნებს შესაძლო „ციტოკინურ შტორმზე“, რაც ხდება ხოლმე სიკვდილის მიზეზი. ამ ციტოკინის განსაზღვრა და მნიშნელობა არც გაიდლაინში წერია.

-რემდესივირზე უნდა გკითხოთ, მისი ყიდვის მოწინააღმდეგე ექიმები ამბობთ, რო ის არ ამცირებს სიკვდილიანობას, მაგრამ აქვე ამბობთ იმასაც, რომ იგი არც ზრდის სიკვდილიანობას. თუ არ აქვს ცუდი ეფექტი, იმ ფონზე რომ არ გვაქვს წამალი კოვიდთან საბრძოლველად, რატომაა მისი ყიდვა პრობლემა? საცდელი მედიკამენტიაო, გვითხრეს, მაგრამ აგერ ანტიგენზე ტესტებიც საცდელი ყოფილა და ვაქცინაც კი საცდელია და რატომაა პრობლემა?

-რემდესივირის წინააღმდეგნი კი არ ვართ მე და ჩემი კოლეგები, ფულის გადაყრის წინააღმდეგნი ვართ რემდესივირში. იმ ფულით, შეიძლება ჟანგბადის ვენტილატორები იყიდონ, რომელიც არა აქვთ. რემდესივირის ყველაზე დიდი ეფექტი, რაც ვნახეთ იყო ის, რომ საშუალო სიმძიმის პაციენტში შეამცირა საწოლდღეების რაოდენობა 4 დღით. მაგალითად, 15 დღე თუ გრძელდებოდა გამოჯანმრთელების პროცესი, ჩამოვიდა 11 დღემდე.

-მძიმე პაციენტში?

-მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებში არანაირი ეფექტი არ ჰქონია! კრიტიკულად მძიმე პაცენტში ეფექტი არის გადარჩენა! 3 კვლევა ჩატარდა და სიკვდილობის შემცირებას არ ახდენს. ჩვენ რომ ყველაფერი დალაგებული გვქონდეს, როგორც აქვს ამერიკას, ინგლისს და სხვებს, 1 პაციენტს რომ 1 ექთანი უვლიდეს, ყოველ პაციენტთან იყოს ჟანგბადის ვენტილაციის აპარატი, რომელიც საქართველოში არის ცოტა, კი ბატონო! იტყუებიან, როცა იძახიან, რომ 1000 და 1500 ვენტილაციის აპარატი აქვთ, საქართველოში ვენტილარტორი არის ცოტა, სულ 300 -350 ცალია. დანარჩენი, მაგ მიზნისთვის იყენებენ ჩვეულებრივ ნარკოზის  აპარატს, რომელიც არ არის ჟანგბადის მაღალი ნაკადს მიწოდებისთვის არც შექმნილი და არც აწყობილი.

-თქვენ გივი თარგამაძისთვის კლინიკაში გადაღებული ფოტო გედოთ თქვენ გვერდზე, რომელიც გივიმ თავად გაავრცელა – ამაზე ამბობთ?

-დიახ, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ. სანარკოზე წრედი სხვა არის და ჟანგბადის წრედი – სხვა. შესაბამისად ის ნიღბებიც, რომლითაც პაციენტს ჟანგბადი მიეწოდება, სხვადასხვა კონსტრუქციისა, რადგან სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.  ამიტომ იქვე გამოვაქვეყნე ფოტო, სადაც ჩანს ნამდვილი ვენტილაციის აპარატი. ნიღაბი. იმას რომელსაც აქვს თავისი სპეციალური სარქველი, რაც ნარკოზის აპარატს არა აქვს. მეორე – ჟანგბადის მაღალი ნაკადის (წნევის) მიწოდების ნიღაბი მჭიდროდ „ჯდება“ სახეზე, რათა ჟანგბადი უდანაკარგოდ მიეწოდოს პაციენტს. იმიტომ იყო, იმ საწყალ გივის ბინტებით ჰქონდა შემოჭერილი ის სანარკოზე  ნიღაბი, რადგან ეს ნიღაბი არ არის ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდებისთვის მაგისთვის შექმნილი

-ბეწვზე გადარჩენილი გამოდის.

-ზუსტად, მაგას რომ პირღებინება დაწყებოდა, დაიხრჩობოდა, სანამ იმ ბინტებს მოხსნიდნენ.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: გივი თარგამაძეგიორგი კავკასიძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved