• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერიამ ინერტული მასალა აშშ-ის მიერ “შავ სიაში” შეყვანილი კომპანიისგან შეიძინა – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:06 12-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ, კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ თბილისის მერიამ ინერტული მასალა [თეთრი ქვები] შეიძინა ირანული კომპანიისგან, რომელიც აშშ-ის მიერ ე.წ. “შავ სიაშია” შეყვანილი.

საუბარია Arvand petrochemical company-ზე, რომელიც ნადირაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზინის ვებგვერდზე, სანქცირებული ირანული კომპანიების სიაში პირველია.

“ასეთი კომპანიისგან იყიდა კახი კალაძემ და თბილისის მერიამ ეს მასალა. საუბარია მილიონობით ლარზე. ეს ნიშნავს, რომ კახი კალაძე მიდის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აზიანებენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ურთიერთობებს აშშ-სთან”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერისგან და პრემიერმინისტრისგან განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიის პროდუქცია საქართველოში. ის ასევე საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს აშშ-ის საელჩოს.

“მილიონობით ლარს ვურიცხავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ სანქცირებულ კომპანიას. საზოგადოებას, მედიას მოვუწოდებ ამ თემის ირგვლივ მოვთხოვოთ ერთად პასუხი დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს და სახელმწიფომ, პრემიერმინისტრმა გვიპასუხოს, როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული კომპანიის პროდუქცია და რატომ მოხდა ამ კომპანიისთვის თბილისელების ფულის გადახდა. ასევე აშშ-ის საელჩოსაც მოვუწოდებ დაინტერესდნენ, ეს საკითხი ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved