ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგო ნაპოვნია. არასრულწლოვანი და მისი გამტაცებელი 21 წლის კაცი ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.
როგორც გოგოს მამა აცხადებს, გამტაცებელი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გამტაცებლის მამა კი ადასტურებს, რომ მისმა შვილმა გოგო მას შემდეგ დააბრუნა, რაც არასრულწლოვანმა მასთან დარჩენაზე უარი თქვა.
კომენტარები