საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამი პოლიციელი მოკლეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პიუი-დე-დომის დეპარტამენტში პოლიციაში ცოლზე ქმრის თავდასხმის შესახებ შეტყობინება შევიდა. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ბოროტმოქმედმა სახლის სახურავიდან მათ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად სამი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
პოლიციისთვის ცნობილია, რომ ბოროტმოქმედი 48 წლისაა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
კომენტარები