• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უთხრეს “მოლების” წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრს? – “სთხოვენ სახელმწიფოს ამ მოვალეობაზე უარი სთქვას”

ალია ავტორი - ალია
15:01 12-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს: 

“შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბერს? გუშინ მოლები (ასე იყო გამოცხადებული რეპორტაჟებში). ალბათ იგულისხმებოდა არა მეჩეთის მოლები, არამედ დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები, შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრს და თავისი არგუმენტები წარუდგინეს შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით…თანაც არგუმენტებით, თურმე, უკვე 15 დეკემბერს სჯობდა შემსუბუქება…

4 წლის განმავლობაში მოლდოვეთში მიწევდა მუშაობა რადგანაც ნორვეგიის სამეფო ეხმარებოდა მათ ჯანდაცვის სამინისტროს რამოდენიმე მიმართულებით. მოლდოვეთი ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა პოსტ საბჭოთა სივრცეში, და მისი ჯანდაცვის სისტემაც ასევე სუსტია.

როდესაც პანდემია დაიწყო და როდესაც საქართველოში შემთხვევის რაოდენობა ათეულს არ ცდებოდა, მოლდავეთში (მოსახლეობა 3,5 მლნ) პანდემიამ მთელი ძალით იფეთქა და შემთხვევები ასეულობით იყო…მოკლედ პირველი სამი თვის განმავლობაში, რაღაც სასწაულებრივად გვისწრებდნენ შემთხვევების რაოდენობით. დღეის მონაცემებით, მოლდოვეთში დაფიქსირებულია 134 578 შემთხვევა, საქართველოში კი უკვე არის 206,907..საქართველომ მასზე უფრო სუსტ ქვეყნებს გადაუსწრო დაინფიცირებულთა რაოდენობით…

და აი ასეთი ვითარების დროს, როდესაც ტესტირების რაოდენობა ძალიან მცირეა (თუნდაც 20 000 ფარგლებში და ისეც დიდი ნაწილი ე.წ სწრაფი ტესტია) , ჰოსპიტალური სექტორი კერძოა (და ეს დიდი პრობლემაა რომელიც აქამდე არავის ანაღვლებდა), პირველადი ჯანდაცვა მოუწესრიგებელი (რბილად რომ ვთქვათ, ისე კი არ არსებობს), შავი პარასკევი იმის მანიშნებელი რომ ფულია ყველაფერი, მიუხედავად გაფრთხილებებისა უზარმაზარი სუფრები არ გამქრალა, ჯარიმებს ვერ აკისრებ დარღვევების გამო (პოლიტიკურად გაგიშუქებენ) და კიდევ მრავალი სხვა, ….ფიქრობ შეზღუდვების შემსუბუქებაზე? საინტერესო ფენომენია

ეკონომიკა და მათი გაჭირვება. არავინ არ უარყოფს ამ ფაქტს და არც არავინ იძახის რომ უხარია შეზღუდვების დაწესება. არც იმას არ იძახის არავინ რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. იმაშიც გეთანხმებით რომ სახელმწიფო უნდა ეცადოს რაღაცით დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ, ისე როგორც ეს ბევრ ქვეყანაშ ხდება…მაგრამ იმავე ბევრ ქვეყანაში პრობელემებიც იგივეა და მაგალითად ახლა ესტონეთშ რესტორნების და სასტუმროების მფლეობელები ფიქრობენ სასამართლოშიც კი უჩივლონ სახელმწიფოს დახმარების ნაკლებობის გამო…

მაგრამ შეზღუდვები აუცილებლობად რჩება, თუკი იმავე ბიზნეს უნდა რომ დარჩეს ჯანმრთელი და ცოცხალი ხალხი, ვინც მათთან იმუშავებს ან მათთან მივა საქონლის შესაძენად. ხოლო თუკი მაინც სურთ რომ ყველაფერი გაიხსნას მაშინ აიღონ მაგალითად ვალდებულება რომ ისენი დააფინანსებენ თითოეული იმ ადამიანის მკურნალობას ვინც მათი მეოხეობით დასნებოვნდა, ხოლო თუ უფრო ცუდიც მოხდა, მაშინ მათ ოჯახებსაც დაეხმარებიან. ოღონს იმ მომენტში ნუ გაახსენდებათ რომ ეს სახელმწიფოს მოვალეობაა, რადგან ისენი სთხოვენ სახელმწიფოს ამ მოვალეობაზე უარი სთქვას”

“ალია” შეგახსენებთ, დიდი სავაჭრო ცენტრები, ე.წ. მოლები, 24 დეკემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იხსნება.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved