• რეკლამა
  • კონტაქტი
10:33, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებს

ალია ავტორი - ალია
12:06 12-22-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზება მოქმედებს, რომლითაც სარგებლობას ტოიოტას ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები შეძლებენ. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი ტოიოტას სხვადასხვა მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, შეთავაზების პაკეტზე – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელებისთვის 90 ლარია დაწესებული. Toyota VITZ-ის,  IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის აღნიშნული პაკეტისთვის სპეცფასი, ასევე, 90 ლარია, Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის – 110 ლარი, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები ამ ტიპის მომსახურებას 125 ლარად მიიღებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე, სხვა ავტონაწილები და აქსესუარები, რომელთა შეძენა ცენტრშია შესაძლებელი, გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოებისაა და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. რაც შეეხება ფასებს, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერი სახის სერვისზე, ავტონაწილსა და აქსესუარზე ცენტრში ფასები  კვლავინდებურად უცვლელია.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ პანდემიის პირობებში, სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის მსურველები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწერონ სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით გაუწევენ  და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved