• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, კვირა, 12 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ახალი “ბეთლემის ვარსკვლავი”? – სატურნისა და იუპიტერის “შერწყმა” ამეღამ მოხდება

ალია ავტორი - ალია
17:14 12-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

21 დეკემბერს ზამთრის ბუნიობაა – წლის განმავლობაში დედამიწაზე ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე იქნება, რაც ყოველწლიურად ხდება. დღეს მზე ჰორიზონტთან ყველაზე ახლოს იქნება, რაც დღის სიმოკლეს და ღამის ხანგრძლივობას განაპირობებს. წლის ყველაზე მოკლე დღე 7 საათს, 49 წუთს და 41 წამს გრძელდება.აღსანიშნავია, რომ წელს ამ მოვლენას კიდევ ერთი იშვიათი ასტრონომიული მოვლენა – იუპიტერისა და სატურნის “შერწყმა” დაემთხვა. ეს ორი პლანეტა ერთმანეთს ისე ახლოს ჩაუვლის, რომ დედამიწიდან დაკვირვებისას ის ერთიან ციურ სხეულად წარმოჩინდება. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ეს მოვლენა დაახლოებით 800 წლის წინ 1226 წლის 4 მარტს მოხდა, ხოლო შემდეგი – 2080 წლის 15 მარტს.

ფაქტი, რომ ეს მოვლენა 21 დეკემბერს, ზამთრის ბუნიობის დღეს, კათოლიკური შობის მიჯნაზე ხდება, გახდა საფუძველი ახალი თეორიის დაბადებისა – დასავლეთის სამყაროს ზოგიერთი მეცნიერი თუ თეოლოგი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მოვლენა არის აღწერილი სახარებაში, როგორც “ბეთლემის ვარსკვლავი” – იესო ქრისტეს შობის წინ მოგვებმა, აღმოსავლელმა ბრძენმა ვარსკვლავთმრიცხველებმა, უჩვეულო ვარსკვლავი იხილეს, მიყვნენ მას და იერუსალიმში ჩავიდნენ:

“1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:

2. სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.” (მათე 1. 1-6).

პირველად გერმანელმა მეცნიერმა იოჰან კეპლერმა ХVII საუკუნეში გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მათეს სახარებაში მოხსენიებული “ბეთლემის ვარსკვლავი”, რომელმაც მოგვებს იესო ქრისტეს დაბადების ადგილამდე უჩვენა გზა, შესაძლოა სწორედ სატურნის და იუპიტერის „შეერთება“ იყო.

იგი ამ მოვლენას თვალს ადევნებდა 1603 წელს და გამოთვალა, რომ წინა მსგავსი მოვლენა ჩვენს ერამდე 6 წელს უნდა მომხდარიყო.

ასტრონომიული მოდელი გვიჩვენებს, რომ სატურნისა და იუპიტერის „შეერთებას“ ჩვენს ერამდე 6 წელს არანაირად არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ბეთლემის ვარსკვლავობაზე.

თუმცა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორი კაროლინ კროუფორდი არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას: „2 ათასი წლის წინათ ადამიანები გაცილებით უკეთ იყვნენ გათვითცნობიერებულნი, რა ხდება ცაზე, ამიტომ არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ ბეთლემის ვარკვლავის ქვეშ მოვიაზროთ პლანეტარული შეერთება, იმის მსგავსი, რომელსაც მალე დავინახავთ“.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ გარკვეული ვარაუდია და არავის შეუძლია მისი დამტკიცება, ასე რომ, მეცნიერების ყურადღება იუპიტერისა და სატურნის შერწყმაზე დაკვირვებასა და შესწავლაზეა კონცენტრირებული.

სად და როგორ დავინახოთ სატურნ-იუპიტერის „შერწყმა“

სატურნისა და იუპიტერის დაახლოება უკვე დაწყებულია და ამ 2 ციური სხეულის დაკვირვება დედამიწის მცხოვრებლებს ყოველ უღრუბლო საღამოს შეუძლიათ.

მათი ვიზუალური „შეერთება“ კი სწორედ 21 დეკემბერს საღამოს, ყველაზე გრძელ ღამეს მოხდება და თუ ცა მოწმენდილი იქნება, ამ მოვლენის დანახვა შესაძლებელია ჰორიზონტის ხაზთან ახლოს, ცის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ასტრონომების თქმით, იშვიათი ასტრონომიული მოვლენას შეგვიძლია არა მარტო ტელესკოპებით და ჩვეულებრივი ბინოკლებით დავაკვირდეთ, არამედ შეუიარაღებელი თვალითაც, უმჯობესია, მაღალი ადგილიდან.

თუ ცა მოწმენდილი არ იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე ასტრონომიული აპლიკაცია სმარტფონებისთვის, მაგალითად, როგორიცაა Star Walk, რომელიც ვარსკვლავებიან ცაზე ორიენტირებაში დაგეხმარებათ.

თეგები: ასტროლოგია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved