• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის შეეხება ამნისტია, ვის შეუმცირდება მსჯავრი და ვინ გათავისუფლდება საპატიმროდან – ამინისტიის კანონპროექტის დეტალები

ალია ავტორი - ალია
10:37 12-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

მეორე მასშტაბური ამნისტია – ბევრი კითხვა დაისვა მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ პირველ კანონპროექთთან დაკავშირებით. ვის შეეხება ამნისტია, ვის შეუმცირდება მსჯავრი და ვინ გათავისუფლდება საპატიმროდან.

ცვლილებები ჰუმანიზმის პრინციპებითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გათვალისწინებით მომზადდა. ამნისტირებულ დანაშაულთა დიდი ნაწილი არაძალადობრივი ხასიათისაა, მათ შორის არ არის კორუფციული დანაშაული და არცერთი ისეთი მუხლი, რომელმაც თუნდაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები შეეხება დღეისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 800-მდე თავისუფლებააღკვეთილს, მათგან 62 ქალი და 100 მდე არასრულწლოვანია. ამ მსჯავრდებულთაგან 680 სასჯელს 260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოდანაშაულისთვის იხდის, თუმცა ამნისტია არ ეხებათ ნარკოტიკების ან მისი ანალოგი საშუალებების რეალიზატორებს.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონი შეეხება 800 მდე პირობით მსჯავრდებულსაც და ისინი სრულად გათავისუფლდებიან პირობითი სახდელისგან. მათგან 240 ისეთია, ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეეფარდა. ამავე კანონით 270 მდე პირობით მსჯავრდებული გათავისუფლდება ნარკოდანაშაულისთვის დაწესებული სანქციისგან.

260- მუხლის ამნისტირებული ნაწილით გასამართლებული სულ სამი უვადო პატიმარია, რომლებიც სასჯელს 2005-2007 წლიდან იხდიან. ისინი 46, 61 და 66 წლისანი არიან . თუკი ამნისტიით მათ სასჯელად 20 წლიანი პატიმრობა დადუდგინდებათ, გისოსებს თავს 2025, 26 და 2027 წლებში დააღწევენ.

ამ ჰუმანური აქტის სიკეთე ისიცაა, რომ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის შეკრებილ სასჯელს იხდიან, წლები შეუმცირდებათ, თუ რომელიმე ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალში მოხვდება.

ცვლილებების მიხედვით ამნისტია 11 დეკემბრამდე ჩადენილ დანაშაულს ეხება. ამნისტირებული კი სულ 44 მუხლია.

სრულად და უპირობოდ გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს შემდეგი დანაშაულებისთვის იხდიან:

სისხლის სამართლის კოდექსის

121- მუხლი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი , ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

122 მუხლი- ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

123- ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკილებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობის აუცილებელი ზომის გადაცილებით.

124- ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკილებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

170- მუხლი- პირველი ნაწილი -შრომის დაცვის წესის დარღვევა.

186-მუხლი- პირველი ნაწილი- წინასწარი შეცნობით დანანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება.

197 მუხლი-პირველი ნაწილი- ფალსიფიკაცია ,ან ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება.

203 მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე ნაწილები- სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა.

ამნისტირებული 206, 207-ე, 214-ეს პირველი ნაწილი ბუღალტრულ საქმიანობას ეხება.

დოკუმენტში შეხვდებით

220 პირველი ნაწილი- გულგრილობა

238- იარაღის დაუდევრად შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

239 მუხლი- პირველი ნაწილი-ხულიგნობა

240 მუხლი- პირველი ნაწილი,- სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა.

240 მუხლის პირველი პრიმა- ელქეტრო ან თბოენერგიის, გაზის ან ნავთობის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა.

243 მუხლი სპირველი ნაწილი- სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა.

ამნისტირებული მუხლებიდან ყველაზე მეტი ნარკოდანაშაულს ეხება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ის ვინც გასამართლებულია:

260 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით.

261 მუხლით, გარდაფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის გასაღებისა.

271- მუხლის პირველი ნაწილი

273 მუხლი

273 პრიმა მუხლის პირველიდან მეშვიდე ნაწილი.

ამნისტია შეეხება უკანონო თევზჭერას, უკანონო ნადირობას, იძულებითი მკურნალობისთვის თავის არიდებას, წვევამდელის მეირ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდებას, სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებას, დეზერტირობასა და სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება-განადგურებას.

ამნისტია ეხებათ მათაც, ვისი საქმეც ან გამოძების ან სასამართლო განხილვის ეტაპზეა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება იღებს.

ამნისტია მთელ რიგ შემთხვევებში, გარკვეულ პირობებსაც აწესებს. 177-მუხლი პირველი ნაწილით, ანუ ქურდობისთვის გასამართლებული მსჯავრდებული მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ იგი წარსულში სხვა დანაშაულისთვის არ არის ნასამართლები..იგივე დათქმა მოქმედებს 236 მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებულის შემთხვევაშიც.

დაზარალებულის თანხმობაა აუცილებელი იმისთვის, რომ 120-ე და 126-მუხლებით გასამართლებული გათავისუფლდეს, საუბარია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ძალადობაზე, თუმცა ამნისტია არ ეხება ამ მუხლებით ოჯახური დანაშაულის შემთხვევებს და ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგა. დაზარალებულების თანხმობა დასჭირდებათ 219- მუხლის პირველი ნაწილითა და 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით გასამართლებულებს.

ამნისტია შეეხეებათ იმ მსჯავრდებულებსაც, რომლებიც 180, 182, 185 და 187 მუხლების პირველი ნაწილით, არიან გასამართლებულები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ დაზარალებულის ნებართვასთან ერთად ექნებათ ცნობა, რომ სხვა დანაშაულისთვის არ არიან ნასამართლევი.

ამნისტიით გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც 188-მუხლით იხდიან სასჯელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ გამოიწვია. ამნისტირებულია 208 და 211 უხლებიც, თუმცა სამივე შემთხვევაში გათავისუფლებამდე მსჯავრდებულმა ან ბრალდბულმა მიყენებული ზიანი უნდა აანაზრაუროს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი ამბები

5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე

12:38 07-01-2025
თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved