• რეკლამა
  • კონტაქტი
08:04, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერებაზე – უფლებადამცველი

ალია ავტორი - ალია
12:24 12-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

უფლებადამცველ ანა არგანაშვილის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერებაზე.

“სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის უსაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღებით მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ. ბავშვმა სამართლიანობის არსებობის იმედი არ უნდა დაკარგოს”, — წერს არგანაშვილი ფეისბუქგვერდზე.

არგანაშვილის განცხადებით, გიგის, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია, ყველანი არიან დევნილები. მისივე თქმით, მათ აქვთ პატარ სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში ისინი დარჩებიან გარეთ, ყინვაში.

უფლებადამცველი ამბობს, რომ სახლის დემონტაჟი დაგეგმილია ხვალ, 20 დეკემბერს. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ გამოემხმაურა მერიის მუნიციპალური სამსახური და განაცხადა, რომ დემონტაჟი ამ დღეს არ არის დაგეგმილი.

“სხვა შემთხვევების მსგავსად, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილება ჩანგელიების სახლზეც განათავსა, სადაც კონკრეტული ვადა არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს”, — წერდა ინსპექცია განცხადებაში.

ამის პასუხად არგანაშვილმა განაცხადა, რომ სახლის დანგრევის შიში რომ არ გასჩენოდათ გიგის და მის მშობლებს, გასართობად სასამართლოში არავინ დადის.

“გაფრთხილება, რომელიც გიგის ოჯახს კარებზე მიუკარით და სიტყვა-სიტყვით ამბობდა: “შენობა ნაგებობის მწარმოებელ პირს გევალებათ 2 დღის ვადაში წარმოადგინოთ მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები… უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას”, — დაწერა არგანაშვილმა.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალაქის მერიამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. მერიის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 შემთხვევა გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved